ფლორა (ქალღმერთი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლორარომაულ მითოლოგიაში ყვავილთა და გაზაფხულის ქალღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ რომაულ მითოლოგიაში ღვთაებებს შორის იერარქიით საკმაოდ დაბალ საფეხურზე იყო, მისმა სტატუსმა ნაყოფიერების სხვა ქალღმერთთა შორის და მისმა ასოციაციამ გაზაფხულთან მას ყვავილობის ჟამს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. მისი სახელობის ფესტივალი, ფლორალია, აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში იმართებოდა ცეკვებით, ღვინის სმითა და ყვავილებით და ცხოვრების ციკლის განახლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მისი ბერძნული ეკვივალენტი იყო ხლორისი. ფლორა დაქორწინებული იყო ფავონიუსზე, ქარის ღმერთზე.

ფლორას სახელმა ხელმეორე აღმავლობა ჰპოვა პოსტ-პაგანიზმის ანტიკურ ხანაში რენესანს ჰუმანისტთა შორის და ამ დროს გაცილებით უფრო პოპულარული გახდა ვიდრე თვით ძველ რომში.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


რომის ღმერთები
იუპიტერი | ბონა დეა | იანუსი | კვირინუსი | მარსი | მერკური | იუნონა | მინერვა | დიანა | ვენერა | ფლორა | ტელურა | ცერერა | ბაქუსი | ვერტუმნი | პომონა | ფავნი | ფავნა | ვესტა | ვულკანუსი | სატურნი