აიუს ლოკუციუსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აიუს ლოკუციუსი (ლათ. Aius Locutius) რომაული ღვთაება. გადმოცემის თანახმად ერთ ღამეს, რომზე გალების თავდასხმამდე ერთი წლით ადრე, რომაელებს საიდუმლო ხმამ მტრის მოახლოვება აუწყა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არავინ მიაქცია და მიივიწყეს. ერთი წლის შემდეგ, რომს მართლაც შეესიენ გალები და მიწასთან გაასწორეს. როდესაც გალები წავიდნენ და რომაელებმა დანგრეული ქალაქის აღდგენა დაიწყეს, გაახსენდათ საიდუმლო ხმა, რომელმაც ეს უბედურება აუწყა და მათ კი არ მოუსმინეს. ამ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, რომაელებმა საიდუმლო ხმას პალაცინუმის ბორცვზე ტაძარი აუგეს. ცოტა მოგვიანებით დამოუკიდებელ ღვთაებად აღიარეს და აიუს ლოკუციუსი უწოდეს (სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან aio და loquor — ვლაპარაკობ, ვამბობ).
| რომაული მითოლოგია |
|---|
| ძირითადი ღვთაებები |
| აპოლონი | დიანა | ვენერა | ვესტა | ვულკანი | იუნონა | იუპიტერი | კვირინუსი | ლარები | მარსი | მერკური მინერვა | ნეპტუნი | პლუტონი | სოლი | ფორტუნა | ღმერთი ავგუსტუსი | ღმერთი იულიუსი | ცერერა |
| განპიროვნებული ცნებები |
| აიუს ლოკუციუსი | ანგერონა | კონკორდია | კოპია | სპესი | ფიდესი | ფორტუნა |
სტატიის