კვირინუსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვირინუს გამოსახულია ძველ რომაულ მონეტაზე

კვირინუსი (ლათ. Quirinus) — იტალიის ერთ-ერთი უძველესი ღვთაებათაგანი, რომელსაც ეტრუსკები აღიარებდნენ აპენინის ნახევარკუნძულზე იტალიელების დასახლებამდე. მისი კულტი იტალიაში საბინიელებს უნდა შემოეტანათ. მარსიდა და იუპიტერის შემდეგ კვირინუსი მესამე ადგილზე იდგა. მოგვიანებით მისი კულტი მარსის კულტში აურიეს. კვირინიუსს ხშირად „მშვიდ მარსს“ ან „მშვიდობიანობის მარსს“ და სხვა ასეთს უწოდებდნენ. მოგვიანებით კვირინუსის კულტი რომულუსის კულტს შეერწყო. ამაზე მიუთითებს რომულუსისა და კვირინუსის საერთო ტაძარი. რომაელთა ძველის სახელწოდება — კვირიტები კვირინიუსის სახელიდან უნდა მომდინარეობდეს. კვირინიუსის ქალაქს რომს უწოდებენ, კვირინიუსის ერს — კი — რომაელებს / იტალიელებს. [1]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ.161 - თბილისი, „განათლება“, 1972.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე