ალფონსო IV (ლეონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონსო IV

ალფონსო IV ბერი (ესპ. Alfonso IV el Monje; დ. 899 — გ. 933) — ლეონის მეფე 925-931 წლებში. ორდონიო II-ს ვაჟი.

ალფონსო ღვთისმიერი კაცი იყო და არ იყო განწყობილი საერო საქმიანობისთვის. ხუთწლიანი მეფობის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა და დიდებულებმა მეფედ მისი ძმა რამირო II აღიარეს. ახალმა მეფემ არაბებთან ომი დაიწყო. დატოვა თუ არა მან ლეონი, ალფონსომ ინანა აღკვეცა, დაბრუნდა ლეონში და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. რამირომ ალყით აიღო ლეონი, აიძულა ძმა დანებებულიყო და დააბრმავა იგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანონიმი ავტორი.. Испанские средневековые хроники: Хроника Карденьи I. Хроника Карденьи II. Анналы Толедо I. Анналы Толедо II. Анналы Толедо III.. www.bloknot.info (А. Скромницкий). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2011-09-28.