ფელდკირხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფელდკირხი
Feldkirch
Feldkirch3.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მხარე ფორარლბერგი
კოორდინატები 47°14′17″ ჩ. გ. 09°35′54″ ა. გ. / 47.23806° ჩ. გ. 9.59833° ა. გ. / 47.23806; 9.59833
პირველი ხსენება 1218
ფართობი 34,35 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 458
მოსახლეობა 31 093 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 905 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 05522
საფოსტო ინდექსი 6800
ოფიციალური საიტი http://feldkirch.at/stadt

ფელდკირხი მდებარეობა ავსტრია

Red pog.svg

ფელდკირხი (გერმ. Feldkirch) — შუა საუკუნეების ქალაქი დასავლეთ ავსტრიაში, ფორარლბერგის ფედერალურ მხარეში, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის საზღვართან. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 31 093 ადამიანს შეადგენს. წარმოადგენს ფელდკირხის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. დორბრინის შემდეგ, ის მეორე ქალაქია ფორარლბერგში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რითაც ოდნავ სჭარბობს მხარის დედაქალაქ ბრეგენცს.

შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი, რომელიც დღემდე კარგადაა შემონახული, როგორც ქალაქი, პირველად 1218 წელს იხსენიება, მას შემდეგ, რაც გრაფმა ჰუგო ფონ მონტფორტმა შატენბურგის ციხესიმაგრე ააგო, რომელიც ამ დრომდე ფელდკირხის მთავარ ღირსშესანიშნაობად რჩება. ქალაქის სხვა ძეგლებს შორისაა გვიანდელი გოთიკური პერიოდის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი.

ფელდკირხის ჰყავს ყინულის ჰოკეის გუნდი, რომელმაც 1997/1998 წლების ევროპის თასი მოიგო.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]