უჯაინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
უჯაინი
ინგლ.. Ujjain ჰინდი जलंधर
Mahakal Temple Ujjain.JPG
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მადჰია-პრადეში
კოორდინატები 23°10′58″ ჩ. გ. 75°46′38″ ა. გ. / 23.18278° ჩ. გ. 75.77722° ა. გ. / 23.18278; 75.77722
ცენტრის სიმაღლე 491
მოსახლეობა 429 933 ადამიანი [1] კაცი (2011)
დროის სარტყელი UTC+5:30

უჯაინი მდებარეობა ინდოეთი

Red pog.svg

უჯაინი (ჰინდი उज्जैन) — ქალაქი ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, მადჰია-პრადეშის ტერიტორიაზე, მდ. ჩამბალას შენაკადებთან. ინდუიზმის შვიდიდან ერთ-ერთი უწმინდესი ქალაქი, სადაც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ხალხის უზარმაზარი ნაკადის თანხლებით ტარდება კუმბა მელას რიტუალი. მოსახელობა დაახლოებით 430 ათასი (2011).

ისტორია[რედაქტირება]

უჯაინი ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მაჰაბჰარატაში ნახსენებია ავანტის სამეფო, რომლის დედაქალაქი მოიხსენება სახელით უჯაინი. აშოკას მმართველობის პერიოდში მაურიების იმპერიის მიერ ინდოეთის გაერთიანების შემდეგ იგი გახდა ქვეყნის დედაქალაქი.

„ერიტრეას ზღვის პერიპლეში“ (ჩვ.წ. I საუკუნე) და კლავდიუს პტოლემეს "გეოგრაფიაში" უჯაინი მოხსენიებულია ოზენად — მაშინ აქ მდებარეობდა დასავლეთის ქშატრიების რეზიდენცია.

IV—VI საუკუნეებში აქ მდბარეობდა გუპტას იმპერიის ცენტრი. აქედან მართავდა ჩრდილოეთ ინდოეთს დიდი მეომარი ჩანდრაგუპტა II. აქედან მართავდა მართავდა ინდოეთს ლეგენდარული მეფე ჰემუ ვიკრამადიტია, რომელიც სავარაუდოდ, მე-V საუკუნესი ცხოვრობდა...

V—VI საუკუნეებში უჯაინში მოღვაწეობდნენ ძველი ინდოეთის უძლიერესი ასტრონომები: არიაბჰატა, ბარაჰამიჰირა, ბრაჰმაგუპტა. უჯაინიდან დაიწყო ნულოვანი მერიდიანის ათვლა.

უჯაინის, როგორც მმართველი ქალაქის დასასრული დაიწყო 1235წელს, როცა ქალაქი აიღო დელის სულთანმა ილთუთმიშმა. მუსლიმი მმართველები ქალაქს 500 წლის მანძილზე ფლობდნენ.

1750 წელს უჯაინი დაიპყრეს მარათების დინასტია სინდებმა, საიდანაც ისინი მართავდნენ მალვას დიდ პლატოს. 1810 წელს სინდჰების დედაქალაქი გადატანილ იქნა გვალიორში და უჯაინის პოლიტიკური დანიშნულება კვლავ დაჩრდილა მისმა რელიგიურმა დანიშნულებამ.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

სამეფო სასახლის გვერდით უმნიშვნელოვანესი შენობაა ქალაქის შივაისტური ტაძარი — მაჰაკალი. ის აგებულია უძველესი დროიდან, გაანადგურებულ იქნა დელის სულთნის ილთუთმიშის მიერ, მაგრამ მოგვიანებით აღადგინეს.

სამხრეთ აღმოსავლეთის ტაძარი — იანტრა-მანტარი წარმოადგენს ხუთი ასტრონომიული ობსერვატორიიდან ერთ-ერთს, რომლებიც აიგო 1728-34 წლებში. ჯაიპურის მაჰარაჯას სავაი ჯაი სინგჰის მიერ.


სქოლიო[რედაქტირება]

  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. წაკითხვის თარიღი: 26 March 2012.