ურმას რეინსალუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურმას რეინსალუ
ურმას რეინსალუ
Flags of Estonia - Minister of Defence.svg
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 11 მაისი, 2012
პრეზიდენტი   ტოომას ჰენდრიკ ილვესი
პრემიერ-მინისტრი   ანდრუს ანსიპი
წინამორბედი მარტ ლაარი

დაბადებული 22 მაისი, 1975
ტალინი, ესტონეთის სსრ-ის დროშა ესტონეთის სსრ
მოქალაქეობა ესტონეთი
ეროვნება ესტონელი
პოლიტიკური პარტია სამამულო კავშირი და Res Publica
განათლება ტარტუს უნივერსიტეტი
პროფესია იურისტი

ურმას რეინსალუ (დ. 22 ივნისი 1975, ტალინი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, 2012 წლის 11 მაისიდან უჭირავს ესტონეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი, 2012 წლის დამდეგიდან მემარჯვენე კონსერვატიულ-ნაციონალური პარტიის თავმჯდომარეა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ურმას რეინსალუ დაიბადა 1975 წლის 22 ივნისს, ტალინში. 1993 წელს დაასრულა ტალინის 37-ე საშუალო სკოლა, 1997 წელს კი ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992 წელს გახდა პარტია Res Publica-ს წევრი, მას შემდეგ რაც პარტია Res Publica შეუერთდა პარტია ისამაალიტს კავშირის აქტიური წევრი გახდა. 2004 წელს ევროკავშირის არჩევნებში პარტია რეს-პუბლიკის წარდგენილი საარჩევნო სიის ლიდერი იყო, თუმცა არ იქნა არჩეული[1]. პარტიამ მთელი ხმების 6,7% დააგროვა[2]. არჩევნების შედეგებმა პარტია ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან გაქრობამდე მიიყვანა.

2012 წლის 11 მაისს რესბუბლიკის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა რეინსალუ თავდაცვის მინისტრად წარადგინა[3], ორი დღის შემდეგ, 14 მაისს, რეინსალუმ ქვეყნის პარლამენტი რიიგიკოგუს წევრების წინაშე ფიცი დადო[4].

რეინსალუ ესტონეთის თავდაცვის კავშირის კაიტსელიტის, ესტონეთის მესაკუთრეთა ცენტრალური კავშირის და ესტონეთის იურისტთა ასოციაციის წევრია[5]. ფლობს ესტონურ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფინურ ენებს [5].

ურმას რეინსალუ დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი - ლიისბეტი და ელსბეტი[5].

კარიერა[რედაქტირება]

  • 1996 - 1997 წწ. იუსტიციის სამინისტროს ღია-სამართლებრივი სფეროს სპეციალისტი.
  • 1996 - 1997 წწ. კონსტიტუციის იურიდიული კომისიის ექსპერტი.
  • 1997 - 1998 წწ. პრეზიდენტის მრჩეველი საშინაო საქმეებში.
  • 1998 - 2001 წწ. პრეზიდენტის კანცელარიის დირექტორი.
  • 2002 წ. პარტია Res Publica-ს თავმჯდომარე.
  • 2002 - 2003 წწ. ესტონეთის საშინაო უსაფრთხოების აკადემიის ლექტორი.
  • 2003 - 2007 წწ. რიიგიკოგუს X მოწვევის წევრი.
  • 2007 - 2011 წწ. რიიგიკოგუს XI მოწვევის წევრი.
  • 2011 - 2012 წწ. რიიგიკოგუს XII მოწვევის წევრი.
  • 2012 წ. პარტია IRL-ს თავმჯდომარე
  • 2012 წ. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Valimised 2004 :: erakonnad.info. // erakonnad.info. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-10-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-8-4.
  2. Euroopa Parlamendi valimised: kuidas läks esimesel korral?. // kesknadal.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-10-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-8-4.
  3. პრეზიდენტმა ილვესმა რეინსალუ თავდაცვის მინისტრად წარადგინა. // rus.delfi.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-10-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-8-4.
  4. თავდაცვის მინისტრი ფიცს დებს. // rus.postimees.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-10-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-8-4.
  5. 5.0 5.1 5.2 Urmas Reinsalu. // valitsus.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-10-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-8-4.