უოლტერ ბრატენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უოლტერ ბრატენი

უოლტერ ბრატენი (ინგლ. Walter Houser Brattain; დ. 10 თებერვალი, 1902, სიამინი, ჩინეთი — გ. 13 ოქტომბერი, 1987, სიეტლი) — ამერიკელი ფიზიკოსი. სწავლობდა უოლა-უოლის კოლეჯსა და არიზონის და მინესოტის უნივერსიტეტებში. მასწავლებლად მუშაობდა აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში. იყო უოლა-უოლის კოლეჯის პროფესორი (1963). იკვლევდა ნახევარგამტარების ზედაპირულ თვისებებს. მისი მრავალი შრომა შეეხება სპილენძის ჟანგის ნახევრადგამტარულ და გერმანიუმის აფსკის ოპტიკურ თვისებათა შესწავლას. ნახევრადგამტარული ტრანზისტორების შექმნისა და მათი მოქმედების ფიზიკური პრინციპის შესწავლისათვის. ბრატენს, 1956 წელს, მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება]