უასკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უასკარი

უასკარი (კეჩ. Waskar, ესპ. Huáscar, დაახლ. 1500—1532) — ინკების იმპერიის მე-12 მმართველი, უაინა კაპაკის შვილი, და ატაჰუალპას ძმა. ოფიციალურად საპა ინკას ტიტულს ფლობდა 2 წელი და 4 თვე[1].

უაინა კაპაკის გარდაცვალების შემდეგ მისი ერთიანი სამეფო უნდა გაყოფილიყო ორ ნაწილად: სამხრეთი ნაწილი (დედაქალაქი – კუსკო) სამართავად გადაეცემოდა უასკარს, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი (დედაქალაქი კახამარკა) – ატაჰუალპას. მაგრამ ქვეყნის განაწილებას მოჰყვა მრავალწლიანი სამოქალაქო ომი. 1532 წელს უასკარი ტყვედ ჩაიგდო ატაჰუალპამ და მოაკვლევინა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Discurso sobre la Descendencia y Gobierno de los Incas. // Juan de Betanzos. Suma y Narracion de los Incas. — Madrid, Ediciones Polifemo, 2004, ISBN 84-86547-71-7, стр. 362