საირი ტუპაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საირი ტუპაკის მიღება პერუს ვიცე-მეფესთან

საირი ტუპაკი (ახ. წ. 1536-1561) — ინკების ვილკაბამბას სამეფოს იმპერატორი, მანკო ინკა იუპანკის ვაჟი. მას შემდეგ, რაც ესპანელებმა მას მოუკლეს ჯერ დედა – მამა ოკლო 1539 წელს და მერე მამა 1544 წელს, ის სათავეში ჩაუდგა სამეფოს.

ესპანელების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი ტუპაკს ვერაფრით ვერ ითანხმებდნენ მათთან კავშირის დამყარებაზე. ის მაინც განაგრძობდა წინააღმდეგობას. მაგრამ 1560 წელს, იგი დათანხმდა მეგობრულ მიწვევას ლიმაში, მოინათლა ქრისტიანად დიეგოს სახელით და ესპანელთაგან მიიღო სრული პატიება. აქ მან ცოლად შეირთო საკუთარი და. ვილკაბამბაში ის არარასოდეს დაბრუნებულა, 1561 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.

ვილკაბამბაზე კონტროლი მისმა ძმამ, ტიტუ კუსი იუპანკმა აიღო და გაგაგრძო ესპანელთა წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]