ტრიესტის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში |
| მოიცავს | 6 კომუნას |
| ადმინ. ცენტრი | ტრიესტი |
| მოსახლეობა (2009) | 236 520 კაცი |
| სიმჭიდროვე | 1 115,7 კაცი/კმ² |
| ფართობი | 212 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 040 |
| საფოსტო ინდექსები | 34121-34151 |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | TS |
| Province of Trieste | |
ტრიესტის პროვინცია (იტალ. Provincia di Trieste) — პროვინცია იტალიაში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში. დედაქალაქია ტრიესტი.
პროვინციის ფართობი 212 კმ²-ია, მოსახლეობა 236 520 (2009). ზღვაზე გასასვლელი სანაპირო ხაზის სიგრძეა 48,1 კმ. შედგება 6 კომუნისგან.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ტრისეტის პროვინცია 1920 წელს შეიქმნა და მოიცავდა დღეს არსებულ ტერიტორიებს, ისევე როგორც კრასის პლატოსა და შიდა-კარნიოლის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებს. ეს უკანასკნელი დღეს სლოვენიის ტერიტორიაზეა. 1923—1943 წლებში ასევე მოიცავდა სხვა რამდენიმე კომუნას, რომლებიც დღეს სლოვენიის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს, ტრიესტის თავისუფალ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა თავისუფალი მმართველობის სისტემა. 1954 წლის 26 ოქტომბერს, იტალიამ და იუგოსლავიამ ტერიტორია დე-ფაქტო გაიყვეს. ზონა ა ტრიესტის პროვინცია გახდა, ზონა ბ კი იუგოსლავიის ნაწილი გახდა. იტალიის შეამდგენლობაშ ტრისეტის პროვინცია ფორმალურად 1977 წლის 11 ოქტომბერს შევიდა ოზიმოს ხელშეკრულებით.
კომუნები [რედაქტირება]
ცხრილში მოცემულია ტრიესტის პროვინციაში შემავალი 6 კომუნა:
| კომუნა | მოსახლეობა (2009) |
|---|---|
| დუინო-აურიზინა | 8 675 |
| მონრუპინო | 891 |
| მუჯია | 13 410 |
| სან-დორლიგო-დელა-ვალე | 5 945 |
| ზგონიკო | 2 102 |
| ტრიესტი | 205 523 |
| მთლიანი | 236 546 |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (იტალიური) ოფიციალური ვებ-გვერდი (იტალიური)
|
||||||||