გორიციის პროვინცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში |
| მოიცავს | 25 კომუნას |
| ადმინისტრაციული ცენტრი | გორიცია |
| მოსახლეობა (2001) | 136 491 კაცი |
| სიმჭიდროვე | 292.9 კაცი/კმ² |
| ფართობი | 466 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 0431, 0481 |
| საფოსტო ინდექსები | 34070-34079, 34170 |
| ავტომობილის სანომრე ნიშნები |
GO |
| Province of Gorizia | |
გორიციის პროვინცია (იტალ. Provincia di Gorizia) — პროვინცია იტალიაში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში. დედაქალაქია გორიცია.
1924—1927 წლებში მიეკუთვნებოდა უდინეს პროვინციას. გარკვეული კომუნები, რომლებიც ადრე გორიციას მიეკუთვნობოდა, დღეს სლოვენიის ტერიტორიაზეა. პროვინციის ფართობი 466 კმ²-ია, მოსახლეობა 136 491 (2001). შედგება 25 კომუნისგან. მოსახლეობის დაახლოებით 11% ეთნიკურად სლოვენიელია. იტალიური კანონმდებლობა უზრუნველყოფს სლოვენიურენოვანი უმცირესობის დაცვას, რომლებიც თავს იყრიან 9 კომუნაში.[1]
სექციების სია |
კომუნები[რედაქტირება]
ცხრილში მოცემულია იმ კომუნათა სია, რომელთა მოსახლეობაც 5 000 ადამიანს აჭარბებს.[2]
| კომუნა | მოსახლეობა |
|---|---|
| გორიცია | 39 980 |
| მონფალკონე | 28 043 |
| რონკი-დეილოჯონარი | 12 085 |
| გრადო | 8 614 |
| კორმონსი | 7 721 |
| სტარანცანო | 7 167 |
| გრადისკა-დ’იზონცო | 6 673 |
| სან-კანციან-დ’იზონცო | 6 387 |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ http://web.uniud.it/cip/e_min_tutelate_scheda.htm#12
- ↑ Dati al 31-12-2009 Bilancio demografico mensile ISTAT
|
||||||||