ტიგრანაკერტი (არცახი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტიგრანაკერტი (მრავალმნიშვნელოვანი).
არცახის ტიგრანაკერტი
სომხ. Արցախի Տիգրանակերտ

ტიგრანაკერტის კედლის ნაწილი
ტიგრანაკერტი (არცახი) — აზერბაიჯანი
ტიგრანაკერტი (არცახი)
მდებარეობა
მდებარეობა აღდამის რაიონი, აზერბაიჯანი
დაწყების თარიღი ძვ. წ. აღ. II-I საუკუნე

ტიგრანაკერტი ასევე ცნობილი როგორც არცახის ტიგრანაკერტი (სომხ. Արցախի Տիգրանակերտ) — ელინისტური პერიოდის სომხური ქალაქის ნანგრევები. მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის აღდამის რაიონში.

ტიგრანაკერტი არის სომხეთის მთიანეთის ანალოგიური სახელის მქონე რამდენიმე ქალაქიდან ერთ ერთი, რომლებიც სომხეთის მეფის ტიგრან II-ის (ძვ. წ. აღ. 95–55) სახელს ატარებენ. არცახი განსაზღვრვს მის მდებარეობას დიდი სომხეთის ისტორიულ რეგიონ არცახში.[1] ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად როგორიც არის: რობერტ ჰევსენი და ბაბკინ ჰარუტინიანი ფიქრობენ, რომ ეს ქალაქი შეიძლება მამამისის ტიგრან I-ის (ძვ. წ. აღ. 123–95) მიერ იყოს დაარსებული.[2] ქალაქი მოიცავს დაახლოებით 50 ჰექტარს და მდებარეობს მდინარე ხაჩენიდან სამხრეთით 4 კილომეტრში.

ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ტერიტორია იყო თვით გამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ. 2020 წლის ომის შემდეგომ გაფორმებული მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ის გადაეცა აზერბაიჯანს მხარეს. 2021 წლის ნოემბერში სომხურმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, აზერბაიჯანის მიერ ტიგრანაკერტის ტერიტორიაზე მწვადის რესტორანის გახსნის შესახებ.[3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრანაკერტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

პირველად ტიგრანაკერტის პირდაპირი ხსენება გვხვდება VII საუკუნეში. სადაც ნათქვამია, რომ უტიქის პროვინციაში იყო ორი ამ სახელის მქონე ქალაქი.[5] ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა პირველის დათარიღება შეძლეს ძველი წელთაღრიცხვის 120-80 წლებით, ტიგრან I-ის ან მისის შვილის და მემკვიდრის ტიგრან II-ის მეფობის პერიოდით. რობერტ ჰევსენმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტიგრან II-ის მიერ ქალაქის დაარსების შესაძლებლობა, რადგან ქალაქის გათხრების დროს მის ტერიტორიაზე არ აღმოჩენილა მონეტები ან რაიმე სახის ჩანაწერები სადაც მისის სახელი იქნებოდა ნახსენები.[6] მეორე ტიგრანაკერტის ნანგრევები დღემდე არ არის აღმოჩენილი, თუმცა მიიჩნევა რომ ის უნდა ყოფილიყო გარდმანის რაიონში.[5]

ტიგრანაკერტი 625 წლის გაზაფხულზე ჰერაკლეს მეთაურობით ბიზანტიელებსა და სასანიანებს შორის ბრძოლის ადგილი იყო რომელიც ამ უკანასკნელის დამარცხებით დასრულდა. ქალაქის კედლებზე შემორჩენილია V-VII საუკუნეების როგორც სომხური ასევე ბერძნული წარწერები.[7]

შუა საუკუნეებში ქალაქის დაღუპვის შემდეგ სახელი ტიგრანაკერტი შემორჩა როგორც გეოგრაფიული არეალის სახელწოდება, თუმცა გამოიყენებოდა სხვა და სხვა ვარიაციები: ტნგრნაკერტი, ტარნაკერტი, ტარანიურტი, თარნაგიურტი და ტეტრაკერტე.[1][5] უახლოეს ისტორიაში ტერიტორია შედიოდა თვით გამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აშკერანის პროვინციაში, სანამ 2020 წლის ომის შემდგომი ხელშეკრულების საფუძველზე არ გადაეცა აზერბაიჯანს.[8] 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს სომხური წყაროები იტყობინებოდნენ ნაქალაქარის ტერიტორიის დაბომბვების შესახებ.[7]

გათხრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრანაკერტის აღმოჩენა და არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 2005 წლის მარტში, რომელიც 2020 წლამდე სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დოქტორის ჰამლეტ პეტროსიანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქალაქის ორი გალავანი, ელინისტური სტილის კოშკები და V-VII საუკუნეებით დათარიღებული სომხური ბაზილიკა.[9]

2008–2010 წლების გათხრების დროს აღმოჩენილი იყო პართიის მონარქების მითრიდატე III-ს (ძვ. წ. აღ. 57–54) და ოროდ II-ს (ძვ. წ. აღ. 57–37) ვერცხლის მონეტები. 2010 წელს მიმდებარედ მდებარე შაჰბულაგის ციხესიმაგრეში გაიხსნა ტიგრანაკერტისთვის მიძღვნილი მუზეუმი.[9] 2020-ში აღდამის რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემამდე თანამშრომლება მუზეუმის ზოგიერთი ექსპონატი გაიტანეს.[8]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Canepa, Matthew P. (2018) „Rival Visions and New Royal Identities in Post- Achaemenid Anatolia and the Caucasus“, The Iranian Expanse: Transforming Royal Identity through Architecture, Landscape, and the Built Environment, 550 BCE–642 CE. University of California Press, გვ. 95–121. ISBN 9780520964365. 
  • Petrosyan, Hamlet L. (2010). „Tigranakert in Artsakh“. Yerevan: 380–387. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Petrosyan, Hamlet L. (2010). "Tigranakert in Artsakh," in Tigranes the Great. Yerevan, pp. 380-87.
  2. ჰევსენი, რობერტი (2001). Armenia: A Historical Atlas. Chicago: University of Chicago Press, გვ. 58, 73, map 62. ISBN 0-226-33228-4. 
  3. Azerbaijanis turn ancient Armenian site into barbecue restaurant. PanARMENIAN.Net (13 November 2021). ციტირების თარიღი: 13 November 2021
  4. Ադրբեջանցիները Տիգրանակերտի արքայական աղբյուրների պուրակը վերածել են խորովածանոցի hy (13 November 2021). ციტირების თარიღი: 13 November 2021
  5. 5.0 5.1 5.2 Hewsen, Armenia, p. 58.
  6. Hewsen, Robert H., "Three New Books about Arts'akh," Journal of the Society for Armenian Studies 22 (2013), p. 295.
  7. 7.0 7.1 Maghakyan, Simon. (2020-10-04) Archeologist Raises Alarms Over Azerbaijan’s Shelling of an Ancient City en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-04
  8. 8.0 8.1 Azerbaijani leader hails handover of region ceded by Armenia en. ციტირების თარიღი: 2021-07-04
  9. 9.0 9.1 "Museum at Ancient Ruins of Tigranakert Opens in Nagorno-Karabakh." Asbarez. June 8, 2010. Retrieved July 1, 2010.