ტერნი
|
ქალაქი
|
ტერნი (იტალ. Terni) — ქალაქი იტალიაში, უმბრიის რეგიონში, ტერნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ნერას დაბლობზე.
- ფართობი — 211 კმ²
- მოსახლეობის რაოდენობა — 108 999
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქი ტერნი დაარსებულია ძვ. წ. VII საუკუნეში უმბრების მიერ. ძვ. წ. III საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა. რომაელების დროს ქალაქის სახელი იყო Interamna, რაც ნიშნავს „ორ მდინარეს შორის“. რომის იმპერიის დროს ქალაქში აშენდა აკვედუკი, კედლები, ამფითეატრი, ტაძრები და ხიდები.
ლანგობარდების მიერ ტერნის დაპყრობის შემდეგ (755) ტერნი გახდა სპოლეტოს საგრაფოს მეორეული ქალაქი.
XIV საუკუნეში ქალაქმა მიიღო საკუთარი კონსტიტუცია. ისევე როგორც გვიან შუა საუკუნეების იტალიის კომუნების უმრავლესობა, ტერნი გაანადგურა შიდა დავებმა გველფებსა და გიბელინებს შორის. მოგვიანებით ქალაქი გახდა პაპის ოლქის ნაწილი.
1927 წელს ტერნი გახდა იმავე დასახელების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ცნობილი ადამიანები [რედაქტირება]
- მარკუს კლაუდიუს ტაციტუსი — რომის იმპერატორი
- წმინდა ვალენტინი — ეპისკოპოსი და წამებული წმინდანი
- ალესანდრო კასაგრანდე — პიანისტი, კომპოზიტორი
- აურელიო დე ფელიჩე — მოქანდაკე
- პაოლო ტაგლიავენტო — ფეხბურთის მსაჯი