ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი
| ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი | ||
![]() |
||
| ინდონეზიის მე-3 პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 21 მაისი 1998 – 20 ოქტომბერი 1999 | ||
| წინამორბედი | სუჰარტო | |
| მემკვიდრე | აბდურაჰმან ვაჰიდი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 10 მარტი, 1998 – 21 მაისი 1998 | ||
| პრეზიდენტი | სუჰარტო | |
| წინამორბედი | ტრი სუტრისნო | |
| მემკვიდრე | მეგავატი სუკარნოპუტრი | |
|
მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 29 მარტი, 1978 – 16 მარტი, 1998 | ||
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა | |
| მემკვიდრე | რახარდი რამელანი | |
|
|
||
| დაბადებული | 25 ივნისი 1936 პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი |
|
| პოლიტიკური პარტია | გოლკარი | |
| რელიგია | ისლამი | |
ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი (დ. 25 ივნისი 1936 , პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი) — ინდონეზიელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სუჰარტოს გადადგომის შემდეგ ეკავა ინდონეზიის პრეზიდენტის თანამდებობა 1998-1999 წწ.
1998 წელს აზიის ფინანსური კრიზისის შედეგად ინდონეზიაში სწრაფად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. ამავე პერიოდში სუჰარტო მეშვიდედ აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1998 წლის მარტში ჰაბიბი დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტად. ქვეყანაში განვითარებული მასობრივი მღელვარებების გამო 21 მაისს სუჰარტო იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, იმავე დღეს ჰაბიბი გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი.
ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ პრეზიდენტ ჰაბიბის პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 20 %. 1999 წლის 20 ოქტომბერს პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად აირჩია ისლამური ოპოზიციის ცნობილი ლიდერი აბდურაჰმან ვაჰიდი. ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი გადადგა თანამდებობიდან. თანამდებობის დატოვების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა გერმანიაში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Archived version of Habibie's homepage while he served as the State Minister of Research and Technology
- The Habibie Center, an NGO founded by Habibie
|
|||||||
