სტეფანუს კრიუგერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანუს კრიუგერი

სტეფანუს იოჰანეს პაულუს კრიუგერი (დ. 10 ოქტომბერი, 1825, კოლესბერგი – გ. 14 ივლისი, 1904, კლარენსი) ბურების რესპუბლიკის – ტრანსვაალის – სახელმწიფო მოღვაწე. აქტიურად მოღვაწეობდა ბურების სამხედრო ოპერაციებში აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ. 1880 წელს ინგლისელ კოლონიზატორთა (რომლებმაც 1877 წელს გამოაცადეს ტრანსვაალის ანექსია) წინააღმდეგ ბურების აჯანყების ერთ–ერთი ხელმძღვანელი (ტრიუმვირატის წევრი). 1883–1902 წწ. ტრანსვაალის პრეზიდენტი. ბურების მეორე ომის (1899–1902) დროს, ტრანსვაალის დედაქალაქის პრეტორიის დაცემის შემდეგ, გაემგზავრა ევროპაში, სადაც უშუალოდ ცდილობდა დაეყოლიებინა ევროპის სახელმწიფოები გამოსულიყვნენ ბურების დასახმარებლად. სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა შვეიცარიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: