სოფლის მეურნეობა ტაილანდში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაილანდელი ფერმერი ბრინჯის ტბორებში

ტაილანდის სოფლის მეურნეობა კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და სპეციალიზებულია და პროდუქცია საერთაშორისო ექსპორტზე გადის. ტაილანდის სოფლის მეურნეობის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა ბრინჯია. 13 მილიონი ფერმერიდან 60%-ს[1] კულტივირებული მიწების თითქმის ნახევარზე სწორედ ბრინჯი მოჰყავს.[2] ტაილანდის მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. 2014 წელს ბრინჯის ექსპორტმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.3% შეადგინა.[3] სოფლის მეურნეობა ტაილანდის მშპ-ის 9-10.5%-ს შეადგენს.[4] მოსახლეობის 40% სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ დარგებშია დასაქმებული.[5] ტაილანდელი ფერმერების დიდი ნაწილი 8 ჰექტარზე ნაკლებ მიწას ფლობს.[6]

სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ტაპიოკას, რეზინს, მარცვლეულსა და შაქარს. იზრდება ნახევარფაბრიკატების, როგორებიცაა დაკონსერვებული თინუსი, ანანასი და გაყინული კრევეტები, ექსპორტის მაჩვენებლებიც.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები ბანგკოკის მახლობლად

2018 წელს ტაილანდმა აწარმოა: 104.3 მილიონი ტონა შაქრის ლერწამი (მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში ბრაზილიის, ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ), 32.1 მლნ ტონა ბრინჯი (მე-6 უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში), 31.6 მლნ ტონა მანიოკი (მეორე უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში ნიგერიის შემდეგ), 15.4 მლნ ტონა პალმის ზეთი (მესამე უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში ინდონეზიისა და მალაიზიის შემდეგ), 5 მლნ ტონა სიმინდი, 4.7 მლნ ტონა რეზინი (უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში), 3.8 მლნ ტონა მანგო (მანგოსტანისა და გუავას ჩათვლით; ჩამორჩება მხოლოდ ინდოეთსა და ჩინეთს), 2.1 მლნ ტონა ანანასი (მე-4 ადგილი მსოფლიოში კოსტა-რიკის, ფილიპინებისა და ბრაზილიის შემდეგ), 1 მლნ ტონა ბანანი, 1 მლნ ტონა ბოსტნეული, 885 ათასი ტონა ქოქოსი (მე-9 ადგილი მსოფლიოში), 516 აასი ტონა ფორთოხალი და სხვ.[7]

პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდის სურსათის ექსპორტი საშუალოდ წლიურად ტრილიონ ტაილანდურ ბატს შეადგენს. საკვების მოხმარების მაჩვენებელი შიდა ბაზარზე წლიურად ორ ტრილიონ ბატს უტოლდება. ტაილანდი სურსათის მოწინავე ექსპორტიორია: მთავარი საექსპორტო პროდუქტი ბრინჯია, რომელიც ქვეყნიდან სურსათის ექსპორტის 17.5%-ს შეადგენს. ბრინჯის შემდეგ მთავარი საექსპორტო პროდუქტებია: ქათამი, შაქარი, თინუსი, ტაპიოკის ფქვილი და კრევეტები. ტაილანდი მთავარი საექსპორტო ბაზრებია: იაპონია, ჩინეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, მიანმარი, კამბოჯა, მალაიზია და ფილიპინები. 2019 წელს ტაილანდის სურსათის ექსპორტი მსოფლიო სურსათის ვაჭრობის 2.5%-ს შეადგენდა. 2019 წელს სურსათის იმპორტი 401 მილიარდ ბატს გაუტოლდა.[8]

ქოქოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარენების მიერ კულტივირებული მიწები ჩრდილოეთ ტაილანდში: წინა ნაწილში კონტროლირებული ხანძრის ნაკვალევი, ხოლო უკან სასოფლო-სამეურნეო ტერასები.

ქოქოსის პლანტაციებს ტაილანდში ერთი მილიონი რაი უკავია, რომელზეც ყოველწლიურად 800 000 ქოქოსი მოჰყავთ, თუმცა ტაილანდში უფრო მეტ ქოქოსს მოიხმარენ, ვიდრე აწარმოებენ. 2018 წელს ქოქოსი 5-6 ბატად იყიდებოდა. ფერმერთა თქმით, ქოქოსის მოყვანა და ტრანსპორტირება 2.5 ბატი ჯდება და ერთეულზე მოგება 1 ბატს ან ყოველ რაიზე წელიწადში 5 000 ბატს შეადგენს, რაც მინიმალურ ხელფასზე მცირე მაჩვენებელია.[9] 2017 წელს ტაილანდში ქოქოსის იმპორტმა 416 124 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც 4.62 მილიარდი ბატი იყო: 384 102 ტონა ქოქოსი ინდონეზიიდან იყო, 15 613 ტონა ― ვიეტნამიდან, 2 864 ტონა ― მიანმარიდან და 13 524 ტონა ― მალაიზიიდან.[10]

რძის პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მონაცემებით ტაილანდში ყოველდღიურად 2 800 ტონა რძეს ან ყოველწლიურად მილიონ ტონაზე მეტ რძეს აწარმოებენ. ნაწარმის 40% სკოლების რძის პროგრამას (ტაილანდის სასკოლო რძის პროგრამა 1985 წელს ამოქმედდა, 1984 წელს ფერმერთა მიერ რძის გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული პროტესტის საპასუხოდ) ხმარდება, ხოლო დანარჩენი კომერციული დანიშნულებით გამოიყენება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში რძის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია.[11]

ყავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყავის წარმოება დოი-ჩანგში

2014 წლისთვის ტაილანდი მსოფლიოში ყავის 25 უმსხვილეს სახელმწიფოს შორის იყო. არაბული ყავა ჩრდილოეთ ტაილანდში, ხოლო კონგოური ყავა სამხრეთ ნაწილში მოჰყავთ.[12] Coffea canephora მეტწილად ჩუმფონის, სურატ-თანის, ნახონ-სი-თამარათის, კრაბის, ფჰანგ-ნგისა და რანონგის პროვინციებშია გავრცელებული. ყავა 67 832 ჰექტარზეა კულტივირებული.[13] ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 80 000-ზე მეტი ტონა კონგოური ყავა მოჰყავთ. ამ ტიპის ყავის 1/4 შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.[13]

პალმის ზეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიური ჩინაური კამეჩები ჩაიიაფუმის პროვინციაში

ტაილანდი მსოფლიოში მესამე ადგილზეა პალმის ზეთის წარმოების მხრივ. იგი ყოველწლიურად 2 მილიონ ტონაზე მეტ პალმის ზეთს აწარმოებს, რაც მსოფლიო პროდუქციის 1.2%-ს შეადგენს. წარმოებს 95% შიდა მოხმარებისთვის გამოიყენება. პალმის ზეთის პლანტაციების თითქმის 85% ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 2016 წლის ბოლოსთვის პალმები 4.7-5.8 მილიონ რაიზე იყო დაარგული, რომელთა წარმოებაში 300 000 ფერმერი იყო დასაქმებული.

შაქარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდში შაქრის პირვველი ქარხანა 1983 წელს ლამპუნგის პროვინციაში გაიხსნა.[14] 2020 წლისთვის ტაილანდი მსოფლიოში შაქრის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია (ბრაზილიის შემდეგ).[15] 2018 წელს ტაილანდის შაქრის ექსპორტი 11 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 115 მილიარდ ბატს გაუტოლდა.[16]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Thai organic foods have healthy growth potential“. Bangkok Post. SCB Economic Intellignce Center. 6 February 2017. ციტირების თარიღი: 7 February 2017.
  2. Poapongsakorn, Nipon; Chokesomritpol, Phunjasit. Agriculture 4.0: Obstacles and how to break through (2017-06-30). ციტირების თარიღი: 15 September 2017
  3. Lee, Brendon. Prolonged Thailand drought threatens global rice shortage (2015-07-20). ციტირების თარიღი: 21 July 2015
  4. Agriculture, value added (% of GDP). ციტირების თარიღი: 26 November 2016
  5. Luedi, Jeremy (2016-01-23). „Extreme drought threatens Thailand's political stability“. Global Risk Insights. ციტირების თარიღი: 27 January 2016.
  6. Piesse, Mervyn. Thai Farmers Oppose National Water Resources Bill: Are Rougher Political Conditions Ahead? (1 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 2 November 2017
  7. Thailand production in 2018, by FAO
  8. Arunmas, Phusadee; Sangwongwanich, Pathom (20 April 2020). „Kitchen of the World takes stock“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 20 April 2020.
  9. „Three-month coconut import ban proposed“. Bangkok Post. 17 July 2018. ციტირების თარიღი: 31 October 2018.
  10. „Coconuts added to price control list as slump rolls on“. Bangkok Post. 31 October 2018. ციტირების თარიღი: 31 October 2018.
  11. Thongnoi, Jitsiree (2015-10-18). „Milking the system“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 18 October 2015.
  12. Feil, Bryan. History of Thailand Coffee (2015-11-03). ციტირების თარიღი: 8 February 2017.
  13. 13.0 13.1 Angkasith, Pongsak (January 2002). „Coffee Production Status and Potential of Organic Arabica Coffee in Thailand“ (PDF). AU Journal of Technology. Assumption University. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  14. Athipanyakul, Thanaporn. The Challenge for Thai Sugarcane Farmers (24 February 2020). ციტირების თარიღი: 25 April 2020
  15. Chuasuwan, Chetchuda. THAILAND INDUSTRY OUTLOOK 2018-20 SUGAR INDUSTRY. Bank of Ayudhya (April 2018). ციტირების თარიღი: 21 July 2019
  16. Wangkiat, Parrita (27 January 2020). „Greed for sugar profits worsens PM2.5“ (Opinion). Bangkok Post. ციტირების თარიღი: 28 January 2020.