პალმის ზეთი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პალმის ზეთი — ზეთის პალმის ნაყოფის რბილობისგან მიღებული ზეთი. პალმის ზეთი მოწითალო-ნარინჯისფერია, მდიდარია კაროტინოიდებითა და პალმიტინმჟავათი; მყარდება 30 °C ტემპერატურაზე დაბლა. პალმის ზეთს იყენებენ მარგარინის, საპნისა და სანთლის წარმოებაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 654, თბ., 1984 წელი.