სომხეთის გენერალური პროკურატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომხეთის გენერალური პროკურატურა (სომხ. Հայաստանի Հանրապետության դատախազություն) — სომხეთის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სომხეთის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში,[1] ის ზედამხედველებს სომხეთის კანონის აღსრულებას სამართალდამცავი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა სომხეთის პოლიცია და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური.[2] ოფისი მდებარეობს ვაზგენ სარგსიანის ქუჩა ნომერ 5-ში, ერევანში, სომხეთი. ამჟამინდელი გენერალური პროკურორი არტურ დავითიანია.[3][4]

სომხეთის პირველი რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ მუშაობა დაიწყო 1918 წლის 6 დეკემბერს. სწორედ ამ დროს მმართველმა საბჭომ მიიღო კანონი ,,ყოფილი რუსეთის იმპერიის კანონების გამოყენების შესახებ სომხეთის ტერიტორიაზე”. 1959 წლის 27 თებერვალს საბჭოთა პროკურატურაში შეიქმნა კოლეგია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სომხეთის მთავარი პროკურორი. 1995 წლის 5 ივლისს მიღებულ იქნა სომხეთის პირველი კონსტიტუცია, ამის შემდეგ იმავე წლის 5 ოქტომბერს შეიქმნა დამოუკიდებელი სამხედრო პროკურატურა. 1999 წელს სააგენტო გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გენერალური პროკურორების საკოორდინაციო საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. 2005 წელს გახდა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციისა და ევროპის გენერალურ პროკურორთა კონფერენციის წევრი.[5]

სომხეთის გენერალური პროკურატურის ძირითადი მიმართულებებია: კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროკურატურის ერთ-ერთი სტრუქტურაა[6] ცენტრალური ოფისი, რომლის შემადგენლობაშიც შედის: საგამოძიებო დეპარტამენტი, ზედამხედველობის განყოფილება, ბრალდების დაცვისა და სასამართლო აქტების გასაჩივრების დეპარტამენტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო ინტერესების დაცვის დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი, კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის დეპარტამენტი, ორგანიზაციის იურიდიული დახმარების დეპარტამენტი, IT დეპარტამენტი, სამდივნო დეპარტამენტი, პროტოკოლის განყოფილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, შიდა აუდიტის განყოფილება, პერსონალის მართვის განყოფილება, ორგანიზაციული განყოფილება, სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება.

სამხედრო პროკურატურის შემადგენლობაში შედის: საგამოძიებო განყოფილება, ზედამხედველობის განყოფილება, სახელმწიფო ინტერესების დაცვის სამმართველო.

გარნიზონის ოფისებია: ერევნის გარნიზონის სამხედრო პროკურატურა, გორისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურა, ლორეს გარნიზონის სამხედრო პროკურატურა, სევანის გარნიზონის სამხედრო პროკურატურა, შირაქის გარნიზონის სამხედრო პროკურატურა, ეგეგნაძორის გარნიზონის სამხედრო პროკურატურა, № 1 გარნიზონი სამხედრო პროკურატურა, № 2 გარნიზონი სამხედრო პროკურატურა, № 3 გარნიზონი სამხედრო პროკურატურა.

ერევნის ქალაქის პროკურატურებია: ავანისა და ნორ-ნორკის რაიონის პროკურატურა, მალატია-სებასტიის რაიონული პროკურატურა, აჯაფნიაკის და დავთაშენის რაიონის პროკურატურა, არაბკირისა და ქანაკერ-ზეითუნის ოლქის პროკურატურა, ერებუნისა და ნუბარაშენის რაიონის პროკურატურა, ცენტრალური და ნორკ-მარაშის რაიონის პროკურატურა, შენგავითის ადმინისტრაციული რაიონის პროკურატურა.

რეგიონული პროკურატურებია: არაგაწოტნის რაიონის პროკურატურა, არარატის ოლქის პროკურატურა, არმავირის ოლქის პროკურატურა, გეღარქუნის რაიონის პროკურატურა, კოტაიკის რაიონის პროკურატურა, შირაქის რაიონის პროკურატურა, ლორეს რაიონის პროკურატურა, სიუნიქის ოლქის პროკურატურა, ვაიოცძორის ოლქის პროკურატურა, ტავუშის რეგიონის პროკურატურა.

სომხეთის გენერალური პროკურატურის პროკურორები: სურენ ოსიპიანი (19711988), ვლადიმერ ნაზარიანი (1988-1990), არტავაზდ გევორგიანი (19901997), ჰენრიკ ხაჩატრიანი (1997-1998), ჟირირ ხარატიანი (1998), აღვან ჰოვსეფიანი (19981999), ბორის ნაზარიანი (1999-2001), არამ თამაზიანი (20012004),[7] აღვან ჰოვსეფიანი (20042013),[8] გევორგ კოსტანიანი (20132016),[9] არტურ დავთიანი (2016 წლიდან).

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]