სემ ნუიომა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სემ ნუიომა
სემ ნუიომა
ნამიბიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 მარტი, 1990 – 21 მარტი, 2005
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე ჰიფიკეპუნიე პოჰამბა

დაბადებული 12 მაისი, 1929
ონგანჯერა, ომუსატის რეგიონი, ნამიბია
პოლიტიკური პარტია სვაპო
რელიგია ლუთერანი

სემ ნუიომა (ინგლ. Samuel Daniel Shafiishuna Nujoma, დ. 12 მაისი, 1929, ონგანჯერა, ომუსატის რეგიონი, ნამიბია) — ნამიბიის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1990-2005 წლებში. სვაპოს ხელმძღვანელი 1960-2007 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მიეკუთვნება ოვამბოს ეთნიკურ ჯგუფს. 1954 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ვინდჰუკში. 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. 1958 წელს გამოვიდა ინიციატივით დაარსებულიყო ოვამბოლენდის სახალხო ორგანიზაცია. 1960 წელს გახდა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ხალხთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. პარტიისა, რომელიც იბრძოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისაგან ნამიბიის დამოუკიდებლობისათვის და ხელისუფლების შავკანიანი უმრავლესობისათვის გადასაცემად. 1961 წლიდან ემიგრაციაშია. 1971 წლიდან ნამიბიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მეთაურია.

ნამიბიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ერთხმად აირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად, რომელსაც საპრეზიდენტო რეგალიები გადასცა გაეროს გენერალურმა მდივანმა ხავიერ პერეს დე კუელიარმა 1990 წლის 21 მარტს. პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა 3 ვადით. 2005 წლის 21 მარტიდან პრეზიდენტის, ხოლო 2007 წლიდან სვაპო-ს ლიდერის თანამდებობები დაუთმო ჰიფიკეპუნიე პოჰამბას.

მისი შვილი უტონი ნუიომა 2010 წლის მარტში გახდა ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

წინამორბედი:
'
ნამიბიის პრეზიდენტი

19902005
შემდეგი:
ჰიფიკეპუნიე პოჰამბა