სელიმ I გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელიმ I გირეი
Selim Giray
ყირიმის 25-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1671
მმართ. დასასრული: 1678
წინამორბედი: ადილ გირეი
მემკვიდრე: მურად გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1684
მმართ. დასასრული: 1691
წინამორბედი: ჰაჯი II გირეი
მემკვიდრე: საადეთ III გირეი
ყირიმის ხანი (მესამედ)
მმართ. დასაწყისი: 1692
მმართ. დასასრული: 1699
წინამორბედი: საფა გირეი
მემკვიდრე: დევლეთ II გირეი
ყირიმის ხანი (მეოთხედ)
მმართ. დასაწყისი: 1702
მმართ. დასასრული: 22 დეკემბერი, 1704
წინამორბედი: დევლეთ II გირეი
მემკვიდრე: გაზი III გირეი
სულთანი: მეჰმედ IV
სულეიმან II
აჰმედ II
მუსტაფა II
აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1631
გარდ. თარიღი: 22 დეკემბერი, 1704
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: დევლეთ II გირეი
საადეთ IV გირეი
გაზი III გირეი
ყაფლან I გირეი
მენლი II გირეი
სელამეთ II გირეი
აზამათ გირეი
ადილ გირეი
მუჰამედ გირეი
შაჰბეზ გირეი
მაქსუდ გირეი
საჰიბ გირეი
საფა გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ბაჰადირ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

სელიმ I გირეი (ყირიმ. I Selim Giray, سليم كراى‎; დ. 1631 — გ. 22 დეკემბერი, 1704, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო) — ყირიმის სახანოს ხანი 4-ჯერ: 1671–1678, 1684–1691, 1692–1699 და 1702–1704 წლებში, ბაჰადირ I გირეის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელიმი დაიბადა 1631 წელს, ოსმალეთში,[1] ბაჰადირ I გირეის ოჯახში. აღიზარდა ბახჩისარაიში, სადაც იმდროისთვის უმაღლესი განათლება მიიღო, განსაკუთრებით გაიწაფა საბრძოლო ხელოვნებაში. საკუთარი ბიძების (მეჰმედ IV გირეი და ისლამ III გირეი) მმართველობისას ხელმძღვანელობდა ყირიმელთა ჯარებს სხვადასხვა ბრძოლებში. იცავდა ყირიმის სავაჭრო გზებს და ხშირად თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს უცხოელ ვაჭრებთან. სელიმ გირეიმ თავი გამოიჩინა 1662 წელს, ბუჟინის ბრძოლაში, სადაც მისი სარდლობით ყირიმელმა თათრებმა გაანადგურეს რუსეთის სამეფოსა და ზაპოროჟიელი კაზაკების არმია.

1671 წელს, ოსმალებმა ყირიმის ხანი, ადილ გირეი გადააყენეს თანამდებობიდან და მის ნაცვლად სწორედ სელიმ გირეი დანიშნეს. სელიმი ენერგიული მმართველი, დიდებული სარდალი და ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ყირიმელ დიდებულებთან არ ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ ჩამოართვეს ხანის ტიტული, ის მაინც სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ყირიმისა და მთლიანი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. მონაწილეობდა დიდ თურქულ ომში, პოლონეთ-ოსმალეთის ომსა და რუსეთთან გაჩაღებულ ომებში (1676-1681[2] და 1686-1700), რომლებიც ოსმალების მარცხით დასრულდა. სელიმ გირეიმ სახელი გაითქვა რუსეთის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ისტორიკოსთა მტკიცებით, სელიმ I-ის თავდადებული ბრძოლის დამსახურება იყო ის, რომ ყირიმის სახანო რუსეთის შემადგენლობაში დროზე ადრე არ შევიდა. სელიმს ჰყავდა 10 ქალიშვილი და 13 ვაჟი, რომელთაგან 6-მა (დევლეთ II გირეი, საადეთ IV გირეი, გაზი III გირეი, ყაფლან I გირეი, მენლი II გირეი, სელამეთ II გირეი) შეძლო ყირიმის ხანის წოდების მიღება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.
  • Büyük Osmanlı Tarihi, Hammer, Üçdal Neşriyat, III. Cilt s. 598
  • В. Головченко. Селім Герей I// Українська дипломатична енциклопедія: У 2-х т./Редкол.:Л. В. Губерський (голова) та ін. — К.:Знання України, 2004 — Т.2 — 812с. ISBN 966-316-045-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Howorth, p559. "Vizier Kologi" is hard to find in other sources.
  2. გვ.560