მეჰმედ III გირეი (ყირიმ.III Mehmet Geray, ٣محمد كراى; დ. 1584, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო — გ. 1629) — ყირიმისხანი1623–1628 წლებში, საადეთ II გირეის უფროსი ვაჟი. უმეტესად ცნობილია თავის ძმა, შაჰინ გირეისთან ერთად ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით წარმოებული შიდა ომებითა და აჯანყებებით. კაზაკების დახმარებით, 1628 წელს მეჰმედი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ბიძაშვილმა, ჯანიბექ გირეიმ. მეჰმედ III გირეი 1629 წელს დონისკაზაკების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დაიღუპა.