მენლი I გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენლი I გირეი
Meñli Giray

მენლი I სულთან ბაიაზიდ II-ის კარზე
ყირიმის მე-3 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1467
მმართ. დასასრული: 1467
წინამორბედი: ნურ-დევლეთ გირეი
მემკვიდრე: ნურ-დევლეთ გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1469
მმართ. დასასრული: 1475
წინამორბედი: ნურ-დევლეთ გირეი
მემკვიდრე: ჰაიდერ გირეი
ყირიმის ხანი (მესამედ)
მმართ. დასაწყისი: 1478
მმართ. დასასრული: 1515
წინამორბედი: ნურ-დევლეთ გირეი
მემკვიდრე: მეჰმედ I გირეი
სულთანი: მეჰმედ II
ბაიაზიდ II
სელიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1445
დაბ. ადგილი: ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1515
გარდ. ადგილი: სალაჩიკი, ყირიმის სახანო
შვილები: მეჰმედ I გირეი
საადეთ I გირეი
საჰიბ I გირეი
აჰმედ გირეი
ბურნაშ გირეი
ფეთიჰ გირეი
მუბარექ გირეი
მაჰმუდ გირეი
აიშე ჰაფსა სულთანი[1]
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ჰაჯი I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

მენლი I გირეი (ყირიმ. I Meñli Geray, منكلى كراى‎; დ. 1445, ყირიმის სახანო — გ. 4 აპრილი, 1515, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო) — ყირიმის ხანი სამჯერ: 1467, 1469–1475 და 1478–1515 წლებში, ყირიმის სახანოს დამაარსებლის, ჰაჯი I გირეის მეექვსე ვაჟი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენლი გირეის ყირიმის ტახტისათვის თავის ძმებთან გაუთავებელი ბრძოლების შემდგომ, დასუსტებული და ოსმალების მიერ დამორჩილებული სახანოს მართვა ხვდა წილად, თუმცა მან ამ საქმეს თავი წარმატებით გაართვა. მენლი გირემ ყირიმის სახანო ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა მიერ შექმნილ სახელმწიფოებში მოწინავედ აქცია. მასზე დიდხანს ყირიმი არავის უმართავს.

1480 წელს მენლიმ კავშირი შეკრა მოსკოვის დიდ მთავარ, ივანე III-სთან. მათი ალიანსი პოლონეთ-ლიტვის, დიდი ურდოსა და ასტრახანის სახანოს წინააღმდეგ იყო შექმნილი. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო დიდი ურდოს შემადგენლობიდან რუსული სახემლწიფოების გამოსვლას. ყირიმის გაძლიერებას ხელი შეუწყო გენუელებთან დამყარებულმა სავაჭრო ურთიერთობამ და ოსმალების მფარველობამ. 1502 წელს ყირიმელმა თათრებმა დაამარცხეს ოქროს ურდოს უკანასკნელი ხანი და დაიპყრეს ურდოს დედაქალაქი – სარაი. მენლი გირეიმ თავის თავს ხაგანი, ანუ უმაღლესი ხანი და ჩინგიზ-ყაენის რეალური მემკვიდრე უწოდა. 1504 წელს დააფუძნა ოჩაკოვის ციხე-ქალაქი. 1512 წელს საკუთარ სიძესა და მომავალ სულთანს, სელიმს დაახმარა ჯარი ოსმალეთის ტახტისათვის გაჩაღებულ ომში. მენლი გარდაიცვალა 1515 წელს, ქალაქ სალაჩიკში, დაკრძალეს იქვე. მის შემდეგ ყირიმის ხანი გახდა მისი უფროსი ვაჟი, მეჰმედი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anthony Stokvis, Manuel d'histoire, de généalogie et de chronologie de tous les États du globe, depuis les temps les plus reculés jusqu'à nos jours
  2. The Crimea: Its Ancient and Modern History: the Khans, the Sultans, and the czars by Thomas Milner.