სეკვოია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეკვოია
General Grant tree.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Sequoia

სეკვოია (Sequoia) — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა — მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens) — მაღალი, (სიმაღლე 110 მ, დიამეტრი 5-8 მ-მდე) ერთსახლიანი ხეა. გაშლილი და ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვევიდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი. ველურად იზრდება კალიფორნიასა და სამხრეთ ორეგონის მთებში, სადაც ქმნის ტყეებს. დეკორატიული მცენარეა. მოშნებულია ბაღ-პარკებში დასავლეთი ევროპის სამხრეთ ნაწილში. (საქართველოშისოხუმი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, წინანდალი და სხვაგან). სწრაფმზარდია. ცოცხლობს 2000 წელზე მეტს. ნამარხი სეკვოია ნაპოვნია ევროპასა და აზიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]