სებორგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სებორგას გერბი

სებორგა (იტალ. Seborga) — ანტიკური სათავადო საერთაშორისო სამართლის მიხედვით პატარა, დამოკიდებული ქვეყანაა ლიგურიაში, ქალაქ სან-რემოს ჩრდილოეთით. ადგილობრივი მონაცემების მიხედვით სებორგა სუვერენული და იტალიისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ვინაიდან ვენის კონგრესზე ევროპის სახელმწიფოთა საზღვრების დადგენის დროს სათავადო არც ერთი მონარქის ქვეშევრდომობის ქვეშ არ მოქცეულა.

სათავადო შედგება სოფელ სებორგასაგან (ფართობი — 4 კვ.კმ., მოსახლეობა — 362 კაცი.) და მისი მიმდებარე მიწებისაგან. ქვეყნის მმართველობის ფორმაა საპარლამენტო მონარქია. მონარქი — თავადი ჯორჯო I. სებორგა მსოფლიოს არც ერთი სუვერენული ქვეყნის მიერ არაა აღიარებული. იტალიის მთავრობა „დამოუკიდებლობის“ ამ სწრაფვას ჯერ-ჯერობით არ ეწინააღმდეგება, რადგან ეს „უნიკალური მოვლენა“ ამ მთიან რეგიონში ტურიზმის წყაროს წარმოადგენს.

ვალუტა[რედაქტირება]

ლუიჯინო — ასე ეწოდება სებორგას ვალუტას, რომელიც არცერთ ქვეყანაში არაა აქცეპტირებული. ადგილობრივი „ფინანსური განყოფილების“ მიხედვით 1 ლუიჯინოს კურსი 6 აშშ-დოლარის ექვივალენტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]