საქართველოს უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


საქართველოს უნივერსიტეტი
დაფუძნდა 2005
ტიპი კერძო
რექტორი მანანა სანაძე
პრორექტორი ნატო ჩიხლაძე


კანცლერი კოკა თოფურია
დეკანი 6
სტუდენტი 3,496
საბაკალავრო სტუდენტები 2996
სამაგისტრო სტუდენტები 452
სადოქტორო სტუდენტები 39
კურსდამთავრებული 806
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი კოსტავას ქ. № 77ა, თბილისი, საქართველო
ტელეფონი კანცელარია - (99532) 2241144 ან 2522222 (შიდა104)
ცნობათა ბიურო – (99532) 241144 ან 2522222 (შიდა 101)
კამპუსი 3
ფერები #770300; #ECECEC
კავშირები [[]]
საქართველოს უნივერსიტეტის ემბლემა

საქართველოს უნივერსიტეტიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. დაარსდა, როგორც ”საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი”. მაგრამ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ სპეციალობებს დაემატა სხვა საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტს სახელი გადაერქვა. უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია სკოლა. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სკოლები: ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებების, IT, ინჟინერია, მათემატიკა, მოსამზადებელი და კვალიფიკაციის ამაღლების, სპორტული.
უნივერსიტეტი სრული საგანმანათლებლო ციკლის გავლის საშუალებას იძლევა, უმაღლეს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 3,496 სტუდენტია დარეგისტრირებული. მათ სწავლას ემსახურება უნივერსიტეტის მდიდარი ბიბლიოთეკა, ენების, ლინგაფონური და კომპიუტერული ცენტრები. უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტთა სპორტულ აქტივობებს, რაზეც უნივერსიტეტის სპორტული დარბაზი და დიდი და პატარა საფეხბურთო მოედნების გადატვირთულობაც მოწმობს.
უნივერსიტეტში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადმინისტრაციის თანამშრომელი და 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი. უნივერსიტეტი ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს #413 და 2005 წლის 15 დეკემბრის #696 ბრძანებებით; უნივერსიტეტი აკრედიტებულია:
I. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 26 აგვისტოს #2-19/334 გადაწყვეტილებით 2005 წლისათვის, I კურსზე მისაღები კონტინგენტის რიცხვი განისაზღვრა 97 სტუდენტით.
II. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 21 დეკემბრის #2-19/364 გადაწყვეტილებით 2006 წლისათვის I კურსზე მისაღები კონტინგენტის რიცხვი განისაზღვრა 161 სტუდენტით.
III 2007 წლის 2 ოქტომბრის აკრედიტაციის საბჭოს #08/ს გადაწყვეტილებით სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა 1473 სტუდენტით.
IV 2009 წლის 30 დეკემბრის აკრედიტაციის საბჭოს #22/ს გადაწყვეტილებით. სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა 2097 სტუდენტით.

ისტორია[რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტის ისტორია 2002 წლიდან იწყება, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, ამერიკათმცოდნეობის ცენტრი დააფუძნა. 2004 წლის 21 ივლისს ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ.პ.ს. „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“ (სმს), რომელმაც ამერიკათმცოდნეობისა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე პირველი 36 სტუდენტი მიიღო. იმავე წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე, დაფუძნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი“ (სსმუ). შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო. 2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი – მანანა სანაძე. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უნივერსიტეტმა შეიძინა და კეთილმოაწყო რამდენიმე სასწავლო კორპუსი, სპორტული დარბაზი და მოედანი. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები, 117 სტუდენტი, უნივერსიტეტმა 2005 წლის სექტემბერში მიიღო. 2006 წლის შემოდგომიდან კი უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებიც ამუშავდა. მოგვიანებით, საერთაშორისო კავშირები დამყარდა და საერთაშორისო პროგრამები ამუშავდა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: სკრენტონის უნივერსიტეტი, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, ლეიკლანდის კოლეჯი (აშშ), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია) და ლა საპიენსას უნივერსიტეტი (იტალია). 2010 წელს საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმშიც ამუშავდა. ამავე წელს, პირველად, პოსტსაბჭოთა სივრცეში, OPIC-ის მიერ (“ამერიკის საზღვარგარეთული კერძო საინვესტიციო კორპორაცია”) “საქართველოს უნივესრსიტეტში” განხორციელდა 8 მილიონი ა.შ.შ.-ის დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას მოხმარდა. სწორედ OPIC-ის მიერ, მიღებული სესხით განხორციელდა ახალშეძენილ შენობაზე თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების შესაბამისი სარემონტო სამუშაოები. თანამედროვე სტანდარტები გულისხმობს სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, კომპიუტერულ ოთახებს, ლაბორატორიებს, მედია ცენტრებს, სიმულაციურ ოთახებსა და მოსახერხებელ გარემოს, რაც დასვლური უნივერისტეტებისთვისაა დამახასიათებელი. 2012 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტმა საერთაშორისო სტუდენტებიც მიიღო. ამჟამად აქ 3,400-მდე სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები[რედაქტირება]

საუნივერსიტეტო სკოლები[რედაქტირება]

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავი
უნივერსიტეტის ენების ცენტრი
უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია
უნივერსიტეტის მოედნები
უნივერსიტეტის სპორტული დარბაზი

საუნივერსიტეტო სკოლები

სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის მთავარი სტრუქტურული რგოლია. საუნივერსიტეტო სკოლებში სწავლება სამ, ან ოთხ საფეხურიანია:

  • საბაკალავრო;
  • სამაგისტრო;
  • სადოქტორო; 
  • უმაღლესი პროფესიული;
სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლება  შესაბამისი პროგრამებით მიმდინარეობს.
საუნივერსიტეტო სკოლები საზოგადოებას სთავაზობენ უწყვეტი განათლებისა და პროფესიული გადამზადების მრავალფეროვან მოკლევადიან პროგრამებს. გადამზადებისა და პროფესიული პროგრამების განხორციელებაში  საუნივერსიტეტო სკოლებს დახმარებას უწევენ  უნივერსიტეტის გადამზადებისა და ტრეინინგის ცენტრი და უნივერსიტეტის ენათა ცენტრი.
სკოლას ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი, რომელიც რექტორის თანაშემწეა სკოლაში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის მიმართულებით.

სკოლის დირექტორი

სკოლის ფარგლებში წარმართავს:
  • სასწავლო-აღმზრდელობით და სასწავლო-სამეცნიერო  პროცესს და ზრუნავს სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე; 
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო გეგმას, ანუ საპროგრამო საგნების განაწილებას სემესტრებად; ამტკიცებს ლექტორთა მიერ წარმოდგენილ სტუდენტთა საგამოცდო საკითხებსა და ტესტებს (სემესტრული - შუალედური და ფინალური გამოცდები); ადგენს სხვა უნივერსიტეტიდან გადმოსულ სტუდენტთა გამოსაცდელ საკითხებს; ამტკიცებს ლექტორთა მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოთა სიას; ადგენს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მისი სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მომსვლელ სტუდენტთა მისაღები გამოცდების ტესტებს და საკითხებს.
  • ადგენს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო საგნების მოცულობას და თანმიმდევრობას; 
  • აჯერებს და აზუსტებს სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა მასალის ოდენობას; 
  • ხელმძღვანელობს სკოლის საბჭოს მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო თემების, ხელმძღვანელების და ექსპერტების განსაზღვრის პროცესს.
  • წარმართვს სტუდენტთა სტაჟირებას, საერთაშორისო პროგრამებში ჩართვას, ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის და სხვა მიმართულებით.
  • სკოლის დირექტორი, რომელსაც გააჩნია დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს სკოლის სადისერტაციო საბჭოებს.

სკოლის საბჭო

სკოლის დირექტორი სკოლას მართავს სკოლის საბჭოსთან ერთად. სკოლის საბჭოში შედიან: დეპარტამენტის უფროსები, ან პროგრამების ხელმძღვანელები და პროგრამებში დაკავებული ყველა აკადემიური თანამდებობის მქონე პირი.
 
სკოლის საბჭო: 
  • განიხილავს სკოლის აკადემიური სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საქმეებს; 
  • შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს სკოლის მოკლევადიან (1 წლიანი) და გრძელვადიან (3-5 წლიანი) სტრატეგიულ გეგმას;
  • განსაზღვრავს საბაკალავრო და სამაგისტრო თემებს, ხელმძღვანელებსა და ექსპერტებს;
  • განიხილავს სტუდენტების მიერ აკადემიური პროგრამის დასრულების და მათთვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხს;

საუნივერსიტეტო დეპარტამენტი/ფაკულტეტი

საუნივერსიტეტო სკოლები ზოგ შემთხვევაში  შედგება დეპარტამენტებისაგან / ფაკულტეტებისაგან. დეპარტამენტებში სწავლება მიმდინარეობ, ერთი, ან რამდენიმე სასწავლო პროგრამით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ, ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
სასკოლო დეპარტამენტს/ფაკულტეტს ხელმძღვანელობს სასკოლო დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის უფროსი სკოლის დირექტორის თანაშემწეა დეპარტამენტის მართვის მიმართულებით. 

 

ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა, დირექტორი - კონსტანტინე თოფურია.
სპეციალობები:

  • საჯარო ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • ბიზნესის მართვის რაოდენობრივი მეთოდები (ქვონტი)
  • მენეჯმენტი
  • ბუღალტერია და აუდიტური საქმე
  • ფინანსები და საბანკო საქმე
  • მარკეტინგი
  • ფინანსები და საბანკო საქმე (გრენობლის (WESFORD) ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლასთან)
  • მენეჯმენტი (გრენობლის (WESFORD) ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლასთან)
  • მარკეტინგი (გრენობლის (WESFORD) ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლასთან)
  • ბუღალტერია და აუდიტური საქმე (გრენობლის (WESFORD) ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლასთან)
  • ფინანსები და საბანკო საქმე (ორმაგი ხარისხის პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისა და ვისკონსინის შტატის ლეიკლანდის კოლეჯს შორის)
  • მენეჯმენტი (ორმაგი ხარისხის პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისა და ვისკონსინის შტატის ლეიკლანდის კოლეჯს შორის)
  • მარკეტინგი (ორმაგი ხარისხის პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისა და ვისკონსინის შტატის ლეიკლანდის კოლეჯს შორის)
  • ბუღალტერია და აუდიტური საქმე (ორმაგი ხარისხის პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისა და ვისკონსინის შტატის ლეიკლანდის კოლეჯს შორის)

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, დირექტორი - ნათია კალაძე.
სპეციალობები:

  • ჟურნალისტიკა
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები

სამართლის სკოლა, დირექტორი - ნუკრი გელაშვილი.
სპეციალობი:

  • სამართალმცოდნეობა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, დირექტორი - თინათინ ღუდუშაური
სპეციალობები:

  • არქეოლოგია
  • ხელოვნების ისტორია
  • ისტორია (საქართველოს, მსოფლიოს)
  • ფილოლოგია (ინგლისური ენა და ლიტერატურა)
  • ფილოლოგია (გერმანული ენა და ლიტერატურა)
  • შედარებითი ლიტერატურა (ქ. ბათუმი)
  • სოციალური ფსიქოლოგია (ქ. ბათუმი)
  • ფილოლოგია (იტალიური ენა და ლიტერატურა (ერთობლივი პროგრამა რომის უნივერსიტეტთან )
  • არქეოლოგია (ერთობლივი პროგრამა რომის უნივერსიტეტთან )
  • ხელოვნების ისტორია (ერთობლივი პროგრამა რომის უნივერსიტეტთან )

ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლა, დირექტორი - სერგო ცირამუა
სპეციალობები:

  • კომპიუტერული ტექნოლოგიები
  • გამოყენებითი მათემატიკა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სკოლა, დირექტორი - თამარ ლობჟანიძე
სპეციალობები:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი
  • ჯანდაცვის ადმინისტრირება
  • ჯანმრთელობის დაცვის სამართალი
  • ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურები და სტრუქტურა[რედაქტირება]

უნივერსიტეტის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და საუნივერსი- ტეტო წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
უნივერსიტეტის მართვას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა სამსახურების მეშვეობით. საუნივერსიტეტო სამსახურები ქმნიან კეთილმოწყობილ გარემოს სტუდენტებისათვის. უადვილებენ მათ უნივერსიტეტის სივრცეში ინტეგრირებას და უმთავრესი მიზნის - საუნივერსიტეტი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგის მიღწევას.
უნივერსიტეტში დანერგილი თანამედროვე მენეჯერული სისტემა, რომელიც IT ტექნოლოგიებს ეფუძნება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო სამსახურების გამართულ მუშაობას.
ყოველი სამსახური წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც წესდებიოთ გათვალისწინებული ფუნქციები ევალება.
საუნივერსიტეტო სამსახურები, როგორც სტრუქტურული ერთეულები ან უშუალოდ ექვემდებარებიან რექტორს და პრორექტორებს, ან უფრო მსხვილი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში შედიან. იხილეთ უნივერსიტეტის სტრუქტურა.

სამსახურები:

საუნივერსიტეტო ცენტრები[რედაქტირება]

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპეციალური ცენტრები-კლინიკები, რომლებშიც უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულად ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელსაც თეორიულად სწავლობენ სალექციო კურსებში. ასეთი ცენტრები იქმნებიან სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე შემდგომი დამტკიცებით. ცენტრები ფუნქციონირებენ საუნივერსიტეტო სკოლების ბაზაზე. ცენტრების საქმიანობის საერთო კოორდინირებას ახორციელებს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი. ასეთი ცენტრი-კლინიკებია:

  • IT ცენტრი;
  • მედია-ცენტრი;
  • იურიდიული მომსახურების ცენტრი;
  • ჩინეთმცოდნეობის ცენტრი;
  • ეკონომიკის პროგნოზირების ცენტრი.
  • სოციალურ და კულტურულ კვლევათა ცენტრი;
  • კონსალტინგის ცენტრი.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა[რედაქტირება]

მისია, მიზნები და გეგმები

ჩვენი მისია - მოვემსახუროთ მკითხველს, მივაწოდოთ მას ყველა საჭირო ინფორმაცია და საქართველოში საუკეთესო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკად ვიქცეთ.
მიზნები:
  • საჭირო წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების მოპოვება და მკითხველისათვის მათი დროული მიწოდება.
  • უზრუნველვყოთ ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობა.
  • მოვემსახუროთ ჩვენს სტუდენტებს, თანამშრომლებს, ლექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გავუწიოთ მათ პროფესიული დახმარება.
  • უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელმა ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით.
გეგმები:
  • მკითხველისათვის ფასეული და მოსახერხებელი მომსახურების უზრუნველყოფა.
  • თბილი და გულიანი გარემო განგრძობითი სწავლისათვის.
  • წევრთათვის უფასო მომსახურება: რჩევები და მომსახურება ბიბლიოთეკიდან მასალის გატანის მსურველთათვის.
  • ბიბლიოთეკის კვალიფიციური და კომპეტენტური თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებენ იმისათვის, რომ ყველა მომხმარებელი უზრუნველყონ შესაბამისი მომსახურებით.
  • განვითარებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ყველა მომხმარებლისათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი გახდება.
ჩვენი ბიბლიოთეკა საკუთარ როლს სწავლის ხარისხის, მკითხველთა განათლების დონის, სამეცნიერო კვლევისა და საერთო კულტურის ამაღლებაში ხედავს.
აღნიშნულის მოსაღწევად, ბიბლიოთეკა:
  • უზრუნველყოფს წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი, აუდიო და ვიდეო მასალის შენახვასა და ხელმისაწვდომობას.
  • მოცემულ ინფორმაციას ინტერნეტ-კოლექციის სახით გაავრცელებს და უზრუნველყოფს შესაბა-მისი მომსახურების ხელმისაწვდომობას ელექტრონული პროდუქციის მომხმარებელთათვის.
  • უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენლისათვის.
  • მომხმარებლების ინტერესთა სფეროს გასაფართოებლად სრულად მიაწვდის მათ საჭირო ინფორმაციას

საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ისტორია

საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ისევე როგორც თვით უნივერსიტეტი, წარმოიშვა და არსებობს 2004 წლიდან. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი თავდაპირველად შეიქმნა დამფუძნებელთა შემოწირულობის საფუძველზე. უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა გიული ალასანიამ ჯერ კიდევ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა საკუთარი საოჯახო ბიბლიოთეკის ერთი ნაწილი; იმავე პერიოდში პროფესორმა მანანა სანაძემ ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა 600, მისმა მეუღლემ მერაბ თოფურიამ 800, ხოლო ძმამ ვლადიმერ სანაძემ 200 წიგნზე მეტი. ამერიკელმა პროფესორმა ედუარდ რაუპმა, აგრეთვე კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორმა ვირჯინია ნორდონმა, ლენსელოტ ფლეტჩერმა, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ბიბლიოთეკა 3000 წიგნის ელექტრონული ვერსიის ჩუქებით გაამდიდრა.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებაში დიდი წვლილი შეიტანეს 2008-2010 წწ.-ში უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, პროფესორებმა: თამაზ ბერაძემ, მაია ჩხატარაიშვილმა, უნივერსიტეტის კანცლერმა, თემურ გვიმრაძემ, მარიამ ავალიშვილიმა.
დღეისათვის ბიბლიოთეკას აქვს უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები, ყველა იმ საგანში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამებით იკითხება. ეს უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად მიიღონ საჭირო ლიტერატურა და გაიღრმავონ ცოდნა უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გაუსვლელად.

საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაფინანსება


საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აყვანილია საუნივერსიტეტო ბალანსზე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა საჭირო ლიტერატურის შესაძენად.

ამ მხრივ 2005 წელს დაიხარჯა 7051 ლარი.
2006 წელს დაფინანსება გაიზარდა 9255 ლარამდე, ხოლო 2007 წელს მიაღწია 45911 ლარს.
მომდევნო წლებში იგეგმება დაფინანსების ბევრად უფრო გაზრდა თანამედროვე ძვირადღირებული და საჭირო ლიტერატურის შესაძენად.

სასწავლო პროცესი[რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების შემდეგი საფეხურები

  • უმაღლესი პროფესიული
  • საბაკალავრო
  • სამაგისტრო
  • სადოქტორო

თითოეული საფეხური განსხვავდება სწავლის ხანგრძლივობით, საკრედიტო სისტემით, შეფასების მოდელით და სარეგისტრაციო პროცედურით.

ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ სწავლების საფეხურებს დეტალურად.


მიღება



საბაკალავრო

საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
აბიტურიენტებმა, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვეს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • სკოლის ატესტატი - დედანი და ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის დედანი და ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდის (სრულად ან სემესტრულად გაფორმებული კონტრაქტის ტიპის მიხედვით) დამადასტურებელ ქვითარს;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
შეავსონ განცხადება-აპლიკაცია და გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი) უნივერსიტეტთან.

სამაგისტრო



მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა ასევე წარმატებით უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბაკალავრის დიპლომის დედანი და ასლი,
  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის დედანი და ასლი
  • ორი ფოტოსურათი 3X4;
  • ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ვაჟების შემთხვევაში)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის დედანი და ასლი
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
  • შეავსონ: სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია.
  • განაცხადი-აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge


სადოქტორო



სადოქტორო პროგრამებზე მიღების დრო არ არის განსაზღვრული. მსურველს შეუძლია წელიწადის ნებისმიერ დროს, ყოველი თვის მეორე ნახევაში (15-30), სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, მიაკითხოს საკვალიფიკაციო ნაშრომების მენეჯერს.
სადოქტორო პროგრამებზე მიღება ითვალისწინებს შემდეგ სამ ეტაპს:
  • საბუთების შემოტანა;
  • სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია;
  • უნივერსიტეტთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება.
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა: წარმოადგინონ:
  • მაგისტრის დიპლომის დედანი და ასლი,
  • ორი სარეკომენდაციო წერილი დოქტორის ხარისხის მქონე მოქმედი მეცნიერ-სპეციალისტისაგან;
  • ორი ფოტოსურათი 3X4; ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სულ მცირე 1 სამეცნიერო პუბლიკაცია, გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალებში, რომელთა ჩამონათვალს ცნობს სუ-ის ის სკოლა, სადაც აპირებს დოქტორანტი სადოქტორო პროგრამაზე მუშაობას. პუბლიკაციის წარმოდგენა შესაძლოა ქსეროასლის სახით.
  • შეავსონ: სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. განაცხადის ფორმა ინახება საკვალიფიკაციო ნაშრომების მენეჯერთან და განთავსებულია საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე: www.ug.edu.ge
თუ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველს არა აქვს სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არც ერთი ნაშრომი, მას შეუძლია დაცვის საბჭოს წარმოუდგინოს სამაგისტრო ნაშრომი, ან სამაგისტრო ნაშრომის, მისი აზრით, ყველაზე ღირებული მონაკვეთი. დაცვის საბჭო გაეცნობა სამაგისტრო ნაშრომს, გაესაუბრება კანდიდატს და დაასკვნის შეიძლება მისი მიღება პროგრამაზე თუ არა.

უმაღლესი პროფესიული



საქართველოს უნივერსიტეტის უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
აბიტურიენტებმა, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვეს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • სკოლის ატესტატი - დედანი და ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის დედანი და ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდის (სრულად ან სემესტრულად გაფორმებული კონტრაქტის ტიპის მიხედვით) დამადასტურებელ ქვითარს;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
შეავსონ განცხადება-აპლიკაცია და გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი) უნივერსიტეტთან.