გიული ალასანია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიული ალასანია
300
სახელი დაბადებისას

გიული გივის ასული ალასანია

მოღვაწეობა

ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

11 ნოემბერი, 1946

დაბადების ადგილი

თბილისი

მოქალაქეობა

საქართველო

ჯილდოები:

საქართველოს კომკავშირის პრემია, 1980
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, 2010


გიული გივის ასული ალასანია (დ. 11 ნოემბერი, 1946, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1990). ქართველი პოლიტიკოსის და ამჟამინდელი პრეზიდენტის — მიხეილ სააკაშვილის დედა.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

  • 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით).
  • 1969-2006 წლებში მუშობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1969—1975), უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1975—1989) და ამავე განყოფილების გამგედ (1989—2006).
  • 1973 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1987 წელს — სადოქტორო დისერტაციები.
  • არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების შემსწავლელი კომისიის წევრი.
  • 1990 წლიდან არის თსუ-ის ისტორიის მიმართულების პროფესორი. არის თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრორექტორი.
  • 2006-იდან არის საქართველოს უნივერსიტეტის (2007 წის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 2005-იდან საერთაშორისო ასოციაციის „ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ პრეზიდენტი.
  • 2009- გ. ალასანია არჩეულ იქნა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) ნამდვილ წევრად.
  • 2012- არჩეულ იქნა გენეალოგიის, ჰერალდიკის და დოკუმენტურ მეცნიერებათა ამერიკული სკოლის საპატიო წევრად.
  • გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა (მათ შორის 10 მონოგრაფია) საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებზე. მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული ფორუმის (მათ შორის, ფესტივალის „ჩვენებურები“) მონაწილე და ორგანიზატორი.

[რედაქტირება] ჯილდოები

  • საქართველოს კომკავშირის პრემია, 1980
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (ჯგუფთან ერთად, 2010)

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 90, თბილისი, 1997
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე