სანტა-ელენა-დე-უაირენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სანტა-ელენა-დე-უაირენი
Santa Elena de Uairén
Santa Elena de Uairen 3.jpg
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ბოლივარი
მუნიციპალიტეტი გრან-საბანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 4°36′ ჩ. გ. 61°06′ დ. გ. / 4.600° ჩ. გ. 61.100° დ. გ. / 4.600; -61.100
დაარსდა 1923-1929
ფართობი 900 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 147
მოსახლეობა 29 795 კაცი (2006)
სატელეფონო კოდი 0288
საფოსტო ინდექსი 8052

სანტა-ელენა-დე-უაირენი მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

სანტა-ელენა-დე-უაირენი (ესპ. Santa Elena de Uairén) — პატარა ქალაქი ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, ბრაზილიისა და გაიანის საზღვრის სიახლოვეს. 1923 წელს დააარსა ლუკას ფერნანდეს პენიამ, რადგან აქ არსებულმა ალმასის საბადოებმა მიიზიდა. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს პენიას პირველი ქალიშვილის სახელისა და მდინარე უაირენისგან, რომელიც დასახლებას გადაკვეთს.

ქალაქი გრან-საბანის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ, აქ გახსნილია მრავალი ტურისტული სააგენტო, რომელიც მნახველებს სთავაზობენ ტურებს კანაიმის ეროვნულ პარკში, ანხელის ჩანჩქერზე გადაფრენასა და ცნობილ რორაიმას მთაზე ასვლას.

ქალაქი გამოირჩევა ადგილობრივ ინდიელთა დიდი რაოდენობით. სკოლებში სწავლება მიმდინარეობს როგორც ესპანური, ისე პემონურ ენებზე.

ბრაზილიის რორაიმას შტატთან სიახლოვის გამო, სანტა ელენა გადატვირთულია საბაჟოებით ამ ორ ქვეყანას შორის პროდუქციის გაცვლის მიზნით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]