გრან-საბანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეპუი კუკენანი

გრან-საბანა (ესპ. დიდი სავანა) — მნიშნელოვანი ბუნებრივი ატრაქცია ვენესუელაში. მდებარეობს ბოლივარის შტატის სამხრეთ ნაწილში, ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე, კარაკასიდან 1 400 კმ-ის მოშორებით. არეალის კლიმატი ტროპიკული ტენიანია, საშუალო წლიური ტემპერატურით 28 °C, რომელიც ხშირად, ღამით 13 °C-მდე ეცემა. რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია სანტა-ელენა-დე-უაირენი, მუნიციპალური დედაქალაქი, რომელიც ბრაზილიის საზღვრიდან 5 კმ-ითაა დაცილებული. მისი მოსახლეობა 12 000 ადამიანია.

გრან-საბანა გაწოლილია პლატოზე, რომლის საშუალო სიმაღლეც ზღვის დონიდან 1 000 მეტრს შეადგენს და გამოირჩევა უზარმაზარი მაგიდა მთებით (ტეპუი), რომელიც დრამატულად გამოირჩევიან მიმდებარე ვაკეებისგან. ტეპუიებს შორის უმაღლესია რორაიმა (2 810 მ), რომელზეც გაივლის სახელმწიფო საზღვარი სამი ქვეყანას — ვენესუელას, ბრაზილიასა და გაიანას შორის.

გრან-საბანა რამდენიმე ადგილობრივი ხალხითაა დასახლებული, რომელთა შორის უმრავლესობას პემონები შეადგენენ. რეგიონის ტერიტორიის ძირითად ნაწილს წარმოადგენს კანაიმის ეროვნული პარკი, რომელიც 1962 წლის 12 ივნისის დეკრეტით შეიქმნა. 1975 წელს კანაიმის ეროვნული პარკის თავდაპირველ 10 000 კმ² ფართობს კიდევ 30 000 კმ² დაემატა, რის შედეგადაც ის მსოფლიოში სიდიდით მე-6 ეროვნული პარკი გახდა.

რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობებს მნახველთათვის წარმოადგენს ანხელი — მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი, რორაიმას მთა, რომელმაც 1912 წელს ართურ კონან დოილს ნოველა „დაკარგული ქვეყნის“ დაწერა შთააგონა, ასევე სხვა მრავალი მთა და ჩანჩქერი.

არეალში გავრცელებულია მრავალი უნიკალური სახეობის მცენარე, რომელიც შეგუებულია მის სპეციფიკურ, ზოგჯერ სასტიკ გარემოს.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: