სამეფო კედრების ტყე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამეფო კედრების ტყე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Forest of The cedars of God.jpg
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 34°14′37″ ჩ. გ. 36°02′54″ ა. გ. / 34.24361° ჩ. გ. 36.04833° ა. გ. / 34.24361; 36.04833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 850
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 850
რუს.ინგლ.ფრ.

სამეფო კედრების ტყელიბანური კედრის ერთ დროს ფართო ტყეების უკანასკნელი ნარჩენები დედამიწაზე, რომელიც ერთ დროს ლიბანის მთებში ყვაოდა. მის ხე-მასალას იყენებდნენ ასურელები, ბაბილონელები, სპარსელები თუ ფინიკიელები. მის მასალას ძველი ეგვიპტელებიც კი ყიდულობდნენ გემთმშენებლობისათვის. ამ კედრის მასალა გამოიყენა სოლომონ მეფემ იერუსალიმში ტაძრის აგებისას, მოგვიანებით კი ოსმალეთის იმპერიამ რკინიგზის მშენებლობისას.[1]

ერთ დროს, თითქმის მთელი ლიბანი კედრის ხშირ ტყეებში იყო გახვეული, სწორედ ამიტომ, დღეს ეს ხე დღეს ამ ქვეყნის სიმბოლოა. საუკუნეების განმავლობაში, მისი გამალებული გაჩეხვის შედეგად, ტყეების ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ისინი მხოლოდ მებში შემორჩა, სადაც ძირითად ხის ძირითად სახეობას წარმოადგენენ. ამის მაგალითია კადიშის ხეობის თავზე აღმართული მაკმელის მთა, სადაც კედარი ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე იზრდება.

კედარის მაქსიმალური სიმაღლე 35 მეტრია, ხოლო მერქნის გარშემოწერილობა 12-14 მეტრი.

ბიბლიურ კედარზე ზრუნვა სათავეს 1876 წლიდან იღებს, როდესაც დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად, 102 ჰექტარის ფართობზე გაშენებულ ნარგავებს, თხებისაგან დასაცავად, მაღალი, ქვის კედელი შემოარტყეს.

1998 წელს, იუნესკომ სამეფო კედრის შემორჩენილი ტყეები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]