რუდინა ჰაიდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუდინა ჰაიდარი
მშობლიური სახელი Rudina Hajdari
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1987 (35 წლის)
ტირანა, ალბანეთი
მოქალაქეობა ალბანეთის დროშა ალბანეთი
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია დემოკრატიული (2017-2019)
(2019-2021) დამოუკიდებელი კანდიდატი
ნისმა ტურიე (2021-დან ამჟამად)
მშობლები მამა: აზემ ჰაიდარი
ხელმოწერა

რუდინა ჰაიდარი (ალბ. Rudina Hajdari, დ. 15 აგვისტო, 1987) — ალბანელი პოლიტიკოსი, ალბანეთის რესპუბლიკის ასამბლეის წევრი და ქვეყნის საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელი. მისი მამა, გარდაცვლილი აზემ ჰაიდარი, ხელმძღვანელობდა 1990-1991 წლებში სტუდენტურ მოძრაობას, რამაც გამოიწვია კომუნიზმის დაშლა ალბანეთში. ჰაიდარი არჩეულ იქნა ალბანეთის ასამბლეაში 2017 წლის 9 სექტემბერს ქვეყნის დედაქალაქ ტირანის რეგიონიდან.[1]

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს მამის მკვლელობის შემდეგ ჰაიდარი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებლად. იგი სწავლობდა ფორდჰემის უნივერსიტეტში.  2009 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, შემდეგ ლონდონის სამეფო კოლეჯიდან —  მაგისტრის ხარისხი გეოპოლიტიკის, ტერიტორიისა და უსაფრთხოების მიმართულებით და კოლუმბიის უნივერსიტეტიდან —  მაგისტრის მეორე  ხარისხი —  ადამიანის უფლებების მიმართულებით. მოგვიანებით, ჰაიდარმა მიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის რუსული, ევრაზიული და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტს  დასავლეთ ბალკანეთის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ  დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს.ჰაიდარმა ასევე გამოაქვეყნა არაერთი სტატია რეგიონის საკითხებზე გამოცემა Newsweek- ში.[2]

ჰაიდარი გახლდათ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის უფროსი წევრის ნიუ-იორკის მე-16 ოლქიდან, კონგრესმენ ელიოტ ლენს ენგელის თანაშემწე,  რომელიც ასევე  აშშ-ს პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.

აშშ-ს კონგრესში ხანმოკლე გამოცდილების მიღების შემდეგ, მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ალბანეთში, რათა  იმ პარტიის აღორძინებასა და ძველი დიდების აღდგენაში  მიეღო მონაწილეობა რომლის თანადამფუძნებელიც მამამისი გახლდათ.[3]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის ივნისში გამოცხადდა, რომ რუდინა ჰაიდარი ტირანაში დემოკრატიული პარტიის ლიდერ ბაშასთან ერთად პარლამენტში იყრიდა კენჭს. კანდიდატთა სიაში იგი განიხილებოდა, როგორც დემოკრატების მიერ პარლამენტში წარდგენილ ერთ-ერთი გამოჩენილი ახალი ფიგურა.

სექტემბერში რუდინა ჰაიდარი დაინიშნა საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრად. საზღვარგარეთ მრავალწლიანი ცხოვრების გამო მას პრობლემები შეექმნა  საპარლამენტო მუშაობის დროს საჯარო გამოსვლებისას.[4]

2018 წლის დეკემბერში, ალბანეთში სტუდენტური პროტესტის შემდეგ, რუდინა ჰაიდარმა  მხარდაჭერა გამოუცხადა  სტუდენტებს.  იგი მზად იყო დაეტოვებინა მანდატი და შეერთებოდა საპროტესტო აქციებს. საჯარო გამოსვლისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ   ალბანეთს ახალი მოძრაობა სჭირდებოდა, ამიტომ  განიხილავდა  დემოკრატიული პარტიის დატოვებას, რადგან ხალხში მხარდაჭერას ვეღარ პოულობდა.

2019 წლის 18 თებერვალს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლულიზიმ ფაშამ გადაწყვეტილება მიიღო მანდატის დაწვისა და პარლამენტში პარტიის ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ.რუდინა ჰაიდარმ ა 11 მარტსამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მკვეთრი უკმაყოფილება გამოთქვა  პარლამენტის მასობრივი წესით დატოვების შესახებ და განაცხადა, რომ არ შეუერთდებოდა პარტიის დანარჩენ 41 დეპუტატს, რომლებმაც წასვლის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.[5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Albanian Anti-Communist Leader's Daughter Enters Politics :: Balkan Insight". 16 February 2017. Archived from the original on 2017-07-22. Retrieved 2018-06-02.
  2. "Chairman - House Foreign Affairs Committee". foreignaffairs.house.gov. Archived from the original on 2019-02-07. Retrieved 2019-02-06.
  3. "Protests Against Rama's Government Turn Violent in Albania". Balkan Insight. 2019-02-16. Archived from the original on 2019-11-05. Retrieved 2019-04-23.
  4. "Albanian Daily News". Archived from the original on 2019-02-04. Retrieved 2019-02-03.
  5. "Albania Opposition MPs to Quit 'Mafia' Parliament". Balkan Insight. 2019-02-18. Archived from the original on 2019-04-23. Retrieved 2019-04-23.
  6. "Albania Opposition Supporters Clash with Police During Protest". Balkan Insight. 2019-03-16. Archived from the original on 2019-04-23. Retrieved 2019-04-23.