ვიტესი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტესი
სრული სახელი Stichting Betaald Voetbal Vitesse
დაარსდა 14 მაისი, 1892
სტადიონი გელრედომი
არნემი, ნიდერლანდები
(ტევადობა: 25 500)
მწვრთნელი ნიდერლანდების დროშა პეტერ ბოსი
კაპიტანი საქართველოს დროშა გურამ კაშია
ლიგა ერედივიზია
2021-22 მე-6 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ვიტესიჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ არნემიდან, ერთ-ერთი წარმატებული გუნდი ნიდერლანდურ ერედივიზიაში. კლუბის პრეზიდენტი არის ქართველი მერაბ ჟორდანია, ასევე კლუბში ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც ასევე აქტიურად არიან გამოძახებული საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. ვიტესმა რესტრუქტურიზაცია განიცადა 2003 წელს, როდესაც გუნდს ბანკროტი ემუქრებოდა, დროულად ჩაერია არნემის საბჭო და გამოყო თანხა ვიტესის გადარჩენისათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტესმა კარიერულ პიკს 1990 წელს მიაღწია, იგი გავიდა ნიდერლანდების უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის თასის ფინალში „KNVB Cup“ ზე, სადაც „PSV“ ეინდჰოვენთან მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა, ვიტესის კარის აღება 75-ე წუთზე ნიდერლანდელმა აწ უკვე პენსიაში გასულმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა სტან ვალკიქსმა გახსნა, ასე და ამგვარად „De Kuip“ ზე ანუ „ფეიენოორდის“ სტადიონზე, მინიმალური ანგარიშით „PSV“ ეინდჰოვენმა მოიპოვა ნიდერლანდების საფეხბურთო თასის ჩემპიონის ტიტული, ეს მოხდა 1990 წლის 25 აპრილს.2010 წელს არნემის ვიტესი შეიძინა ქართველმა ბიზნესმენმა, მერაბ ჟორდანიამ, რომელიც არის რუსი ოლიგარქის, ლონდონური ჩელსის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის ახლო მეგობარი, ვიტესსა და ჩელსის შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობები და ჩელსიმ ვიტესში ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილი გაანათხოვრა, მათ შორის არიან: სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, ფრანგი ნახევარმცველი გაელ კაკუტა, ჩეხი ცენტრალური მცველი თომაშ კალასი და ნიდერლანდელი მარცხენა მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი.

ვიტესი 2012-2013 წლის სეზონში ერედივიზიის მეოთხე ადგილოსანი გახდა და ავტომატურად მოიპოვა უეფას ევროპის ლიგის შესარჩევში მონაწილეობის უფლება, ვიტესი მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთო, ეს ყველაფერი კი ნიდერლანდელი მწვრთნელის, ფრედ რუტენის დამსახურება იყო, რომელიც ბრწყინვალე სეზონის შემდეგ წავიდა ვიტესიდან და მისი ადგილი ასევე ნიდერლანდელმა მწვრთნელმა პიტერ ბოსმა დაიკავა. 2013 წლის ივლისში ვიტესის 2 ძირითადი ფეხბურთელი გაასხვისა ვიტესმა. ესენი იყვნენ ნიდერლანდელი ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი, რომელიც ჩელსიში გაუშვეს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ და აგრეთვე გაუშვეს კოტ დიუვარელი შემტევი უილფრიდ ბონი, იგი შეიძინა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე უელსურმა კლუბმა „სუონსიმ“ 13,8 მილიონ ევროდ, ვან გინკელი 2013 წლის "წლის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად" დასახელდა, ვილფრიდ ბონიმ კი 31 გატანილი გოლით, ერედივიზიის ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო.

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელრედომი

ვიტესი საშინაო თამაშებს გელრედომზე ატარებს, ამ სტადიონს სხვა ფუნქციაც აქვს, მისი ტრანსფორმირებაა შესაძლებელი საჭირო მომენტებში, იქნება ეს კონცერტი თუ სხვა. სტადიონის მშენებლობა დაიწყო 1998 წელს და დამთავრდა 2000 წელს. ეს სტადიონი აშენდა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ნიდერლანდებმა და ბელგიამ ერთობლივად ჩაატარეს, ფეხბურთისათვის მისი მაქსიმუმი ტევადობა 25 ათასია, ხოლო სხვადასხვა წარმოდგენებისათვის 34 ათასი, გასულ წელს კი ამ სტადიონზე საშუალო დასწრება 20 ათასზე ცოტათი ნაკლები იყო. არნემის ვიტესის საშინაო თამაშების წინა სტადიონი იყო Nieuw Monnikenhuize-ი.

მფლობელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 16 აგვისტოს, ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე ბიზნესმენი, მერაბ ჟორდანია არნემის საფეხბურთი კლუბ ვიტესის ფლობელი გახდა. ჟორდანიას ამბიცია იყო ვიტესი გამხდარიყო ერედვიზიეს გამარჯვებული უახლოეს 3 წელიწადში, მისი პირველი ნაბიჯი იყო ახალგაზრდა 8 ფეხბურთელის ვიტესში მოყვანა, რომელთაგან არც ერთი არ იყო ვარსკვლავი ფეხბურთელი. ვიტესის უცაბედა მფლობელის შეცვლამ დიდი კამათი გამოიწვია. ზოგი კომენტატორი კამათობდა, რომ ეს იქნებოდა იმის ტოლფასი რაც მოხდა ინგლისში, ფინანსური გლობალიზაციის და შესაძლო გრძელვადიანი დესტაბილიზაციის, ამგვარ პოზიციაზე იდგა ადგილობრივი პრესა.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ნიდერლანდები ნიდერლანდები ელოი რუმი
2 მცველი ინგლისი ინგლისი სემ ჰაჩინსონი(იჯარით ჩელსიდან)
3 მცველი ისრაელი ისრაელი დენ მორი
5 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები კელვინ ლერდამი
6 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ფრანკ ვან დერ სტურიკი
7 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები მარკო ვეჯინოვჩი
8 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ვალერი ყაზაიშვილი
9 თავდამსხმელი სერბეთი სერბეთი ურო დურდევიჩი
10 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები დეივი პროპერი
11 თავდამსხმელი უკრაინა უკრაინა დენის ოლინიკი
14 თავდამსხმელი ნიგერია ნიგერია აბიოლა დაუდა
15 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები არნოლდ კრეისვეიკი
17 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ლუკას პიაზონი(იჯარით ჩელსიდან)


19 თავდამსხმელი განა განა კრისტიან ატსუ(იჯარით ჩელსიდან)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
20 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ზაქარია ლაბიადი(იჯარით სპორტინგიდან)
21 მეკარე ესტონეთი ესტონეთი მარკო მეერიტსი
22 მეკარე ნიდერლანდები ნიდერლანდები პიეტ ველთუიზენი
23 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები იან-არიე ვან დერ ჰეიდენი
25 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ჯინო ბოში
27 თავდამსხმელი ბურკინა-ფასო ბურკინა-ფასო ბერტრან ტრაორე
30 ნახევარმცველი ეკვადორი ეკვადორი რენატო იბარა
34 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები თეო იანსენი
35 მცველი ალბანეთი ალბანეთი როჩდი აჩენტეჰი
37 მცველი საქართველო საქართველო გურამ კაშია ()
38 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები პატრიკ ვან აანჰოლტი(იჯარით ჩელსიდან)
39 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ვიმილო ვინკი
40 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები კევინ დიკსი
48 მეკარე ნიდერლანდები ნიდერლანდები იეროენ ჰოუენი

ვიტესის მწვრთნელები 1914 წლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამდებობა ვნაობა კლუბში
კლუბის მფლობელი საქართველოს დროშა მერაბ ჟორდანია 16 აგვისტო 2010
პრეზიდენტი საქართველოს დროშა მერაბ ჟორდანია 1 ოქტომბერი 2010
მმართველი დირექტორი ნიდერლანდების დროშა ჯუსტ დე ვიტი 16 მაისი 2013
ტექნიკური დირექტორი ნიდერლანდების დროშა ტედ ვან ლეუვენი 1 ივლისი 2008
მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდების დროშა პიტერ ბოსი 19 ივნისი 2013
მწვრთნელის ასისტენტი ნიდერლანდების დროშა ჰენდრი კრუზენი 19 ივნისი 2013
მწვრთნელის ასისტენტი ესპანეთის დროშა ალბერტ კაპელას ჰერმსი 15 ნოემბერი 2010
მწვრთნელის ასისტენტი ნიდერლანდების დროშა ანდრე პაუსი 28 ივნისი 2013
მწვრთნელის ასისტენტი (მეკარეთა მწვრთნელი) ნიდერლანდების დროშა რაიმონდ ვან დერ გოუვი 1 ივლისი 2009

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ადგილი (6): 1897-98, 1898-99, 1902-03, 1912-13, 1913-14, 1914-15
მესამე ადგილი (1): 1997-98
ჩემპიონი (2): 1976-77, 1988-89
მეორე ადგილი (2): 1959-60, 1973-74
ჩემპიონი (1): 1965-66

თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალისტი (3): 1912, 1927, 1990

ინდივიდუალური მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]