როდ ევანსი
| როდ ევანსი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| დაიბადა | 19 იანვარი 1947 | |
| წარმოშობის ადგილი | ქალაქი სლაუ, ბერკშირის საგრაფო, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | ჰარდ როკი | |
| საქმიანობა | მომღერალი | |
როდ ევანსი - ბრიტანელი მომღერალი და ჯგუფ Deep Purple-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. დაიბადა 1947 წლის 19 იანვარს ქალაქ სლაუში (ბერკშირის საგრაფო). 1969 წელს, სამი წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ, ევანსი დიფ ფარფლიდან გაუშვეს, მის ნაცვლად კი ჯგუფში ვოკალისტად იენ გილანი მიღეს. როდ ევანსის წასვლის შემდეგ ჯგუფის მუსიკა უფრო ჰარდ როკის სტილში განვითარდა. ევანსის მოღვაწეობისას კი მას უფრო პროგრესული და პოპ მიმართულება ჰქონდა.
დიფ ფარფლამდე როდ ევანსი იენ პეისისთან ერთად ჯგუფ მეიზში მღეროდა. 1966 წლისთვის ჯგუფის პერსონალი შემდეგი იყო:
- როდ ევანსი - ვოკალი
- როჯერ ლუისი - გიტარა
- კრის ბენჰამი - კლავიშები
- ერიკ კინი - ბას-გიტარა
- იენ პეისი - დასარტყამები
დიფ ფარფლიდან წასვლის შემდეგ როდ ევანსმა, ჯონი ვინთერის ყოფილ დრამერ ბობი ქოლდველთან, გიტარისტ რაინოსა (ლარი რეინჰარდტი) და ბასისტ ლი დორმანთან ერთად ჯგუფი ქეფთენ ბიონდ ჩამოაყალიბა. ეს ჯგუფი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა მუსიკალური წარმატებები მათი ალბომების გაყიდვაზე არასოდეს ასახულა. კომერციული წარუმატებლობა ჯგუფის არსებობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.
ქეფთენ ბიონდის დაშლის შემდეგ როდ ევანსმა მუსიკის სფერო დატოვა და 1980 წლამდე დასავლეთ ამერიკის ერთ-ერთ სავადმყოფოში მუშაობდა. 1980 წელს ევანსმა, საზოგადოებისთვის უცნობ რამდენიმე მუსიკოსთან ერთად, Deep Purple-ის სახელით ტურნე წამოიწყო. წარმოდგენებმა მსმენელების უკმაყოფილება გამოიწვია. ევანსს Deep Purple-ის ნამდვილმა მენეჯმენტმა უჩივლა, მიყენებული ზარალი $672 000-ად შეფასდა. სასამართლოს შედეგად როდ ევანსი აღარ იღებს Deep Purple-ის პორველი სამი ალბომის გაყიდვებიდან შემოსავალს.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ როდ ევანსმა საბოლოოდ მიატოვა მუსიკალური კარიერა და მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ მოხვედრილა.
სტატიის