დანიელე ბონერა
|
|
||
| პირადი მონაცემები | ||
| სრული სახელი | დანიელე ბონერა | |
| დაბ. თარიღი | 31 მაისი, 1981 | |
| დაბ. ადგილი | ბრეშა, იტალია | |
| სიმაღლე | 183 სმ. | |
| პოზიცია | მცველი | |
| ინფორმაცია კლუბის შესახებ | ||
| კლუბი | მილანი | |
| ნომერი | 25 | |
დინიელე ბონერა (იტალ. Daniele Bonera; დ. 31 მაისი, 1981) — იტალიელი ფეხბურთელი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა 1981 წლის 31 მაისს, იტალიაში ქალაქ ბრეშაში.
თავისი პროფესიონალური კარიერა მან დაიწყო „ბრეშაში“ 1999 წელს, მას პირველივე სეზონში შეეძლო გადასულიყო სერია-A-ში.
2000 წელს ის გახდა გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი და გაატარა გუნდში ორი სეზონი და ითამაშა 60 მატჩი.
2002 წელს ბონერა გადავიდა „პარმაში“. ამ კლუბის შემადგენლობაში ბონერამ გაატარა 4 სეზონი, ითამაშა 139 მატჩი და გაიტანა 1 გოლი.
ის „მილანში“ 2006 წლიდან გამოდის. იტალიურ გაზეთებთან ინტერვიუებში დანიელე აცხადებდა რომ, „მილანში“ გადასვლა მისთვის სურპრიზი იყო: „როდესაც მე გავიგე ამ ტრანსფერის შესახებ მე შოკში ვიყავი, გამოტყდა „პარმას“ ყოფილი მცველი. ასეთ შეგრძნებას შენ მაშინ ცდი, როდესაც ხედავ სუფთა ცაზე ელვას. როდესაც მე დამირეკა ჩემმა აგენტმა და მითხრა ამ ტრანსფერის შესახებ, თავიდან მეგონა რომ, ისე მე დამცინოდა. ეს ტრანსფერი ჩემი ოცნება იყო.“
2006-2007 წლებში ბონერამ ჩაატარა 25 თამაში სერია-A-ში 5 იტალიის თასზე და 6-იც ჩემპიონთა ლიგაში. 2007-2008 წელს ის ინტენსიურად გამოდიოდა მინდორზე. სამწუხაროდ 2007-2008 წელს ის ტრავმებმა გააწამეს.
[რედაქტირება] მიღწევები
- ბრინჯაო აფრიკის ოლიმპიურ თამაშებზე 2004 წელს.
- უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2006-2007 წელს.
- საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2007 წელს.
- ევროპის სუპერთასის გამარჯვებული: 2007 წელს.
|
|||||
სტატიის