რიყეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
რიყეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხულოს მუნიციპალიტეტი
თემი რიყეთი
კოორდინატები 41°38′35″ ჩ. გ. 42°26′19″ ა. გ. / 41.64306° ჩ. გ. 42.43861° ა. გ. / 41.64306; 42.43861
ცენტრის სიმაღლე 1250
მოსახლეობა 617[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რიყეთი — საქართველო
რიყეთი
რიყეთი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
რიყეთი

რიყეთისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: რიყეთი, ბოძაური, დანისპარაული, შუასოფელი). მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, ბათუმი-ახალციხის 99-ე კილომეტრზე. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სოფლის მდინარეში არსებული რიყის ქვებიდან, რომლითაც ახლომდებარე მოსახლეობა სარგებლობდა. სოფლის მოსახლეობის ძირითად მცხოვრებლებს შეადგენენ კოჩალიძეები, მაგრამ აგრეთვე გვხდებიან გორგაძეები, ანთაძეები, ხოზრევანიძეები, შანთაძეები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 617 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1014 500 514
2014[1] 617 308 309

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II