რენკლოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენკლოდი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  Prunus
სახეობა:  ქლიავი
ქვესახეობა:  რენკლოდი
ლათინური სახელი
Prunus domestica italica

რენკლოდი (ლათ. Prunus domestica italica, ფრანგ. reine-claude) — ქლიავის ჯიშების ჯგუფი. ხის სიმაღლე 6-7 მ აღწევს. ნაყოფი სფერულია, მწვანე, ყვითელი ან იისფერი. საქართველოში დარაიონებულია მწვანე რენკლოდი და ალტანის რენკლოდი.

მწვანე რენკლოდი საქართველოში ფართოდ გავრცელებულია, იგი რენკლოდის ტიპური წარმომადგენელია. მისი ნაყოფი მომწვანო ყვითელია, მკვრივი ან ნაზი, წვნიანი, ძალიან ტკბილი, სასიამოვნო გემო აქვს. მწიფს აგვისტოს მეორე ნახევარში ან სექტემბრის დასაწყისში. მოსავალი ერთი ხიდან 140 კგ-მდე.

ალტანის რენკლოდი ევროპული ჯიშია, საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. ნაყოფი საშუალო ან საშუალოზე მსხვილი, 50-60 გრ. მომრგვალო ფორმის, კანი მოწითალო, სრულ სიმწიფეში მუქი ფერის რბილობით. ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით. კურკა რბილობს ნახევრად სცილდება.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]