ღოღნოშო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღოღნოშო

ღოღნოშო (Prunus insititia) — მცენარის სახეობა ქლიავის გვარისა, ვარდისებრთა ოჯახისა. მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ახლოს დგას ქლიავთან (P. domestica). ნაყოფი ერთკურკიანია, პატარა, უმეტესად ლურჯად შეფერილი. იყენებენ ნედლად და გადამუშავებული სახით. მრავლდება თესლით, ამონაყარით, მწვანე კალმებით. იყენებენ საძირედ. კულტივირებულია აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული, უმთავრესად ხარობს ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მსხვილნაყოფა ღოღნოშო გვხვდება რაჭა-ლეჩხუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება]