რეზა-შაჰ ფეჰლევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეზა შაჰი

რეზა ფეჰლევი ან რეზა შაჰი დიდი (სპარს. رضا پهلوی — Rezâ Pahlavi) (1878—1944) — ირანის პირველი შაჰანშაჰი ფეჰლევის დინასტიიდან. ტახტზე ავიდა ყაჯარის დინასტიის დამხობით 1925 წელს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნის მოდერნიზაციაში. 1935 წელს მოითხოვა, რომ უცხო ქვეყნებს ოფიციალურად გამოეყენებინათ სახელმწიფოს თვითდასახელება - "ირანი", მანამდე გამოყენებული სპარსეთის ნაცვლად. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას სცადა უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშტი ირანში გადაიტანა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა, თუმცა ისლამური რევოლუციის შემდეგ აიათოლას განკარგულებით მავზოლეუმი დაანგრიეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]