მაზანდარანის ოსტანი
| მაზანდარანი ირანის ოსტანი مازندران مازرون |
|
|---|---|
| მდებარეობა | |
| სტატისტიკა | |
| დედაქალაქი: | სარი |
| უდიდესი ქალაქები: | |
| ფართობი: | 23,842 კმ² |
| მოსახლეობა | 2,922,432 |
| შაჰრესტანთა რაოდენობა: | 15 |
| სასაეთე ზოლი: | UTC+3:30 |
| ენები: | სპარსული მაზანდარნული |
მაზანდარანი (სპარს. مازندران); ირანის 30 ოსტანიდან ერთი. ესაზღვრება 5 ირანული ოსტანი: დასავლეთიდან გილანი და ყაზვინი, სამხრეთიდან თეირანი და სემნანი, ხოლო აღმოსავლეთიდან გულისტანი. მაზანდარნს გასასვლელი აქვს კასპიის ზღვაზე. სწორედ მაზანდარნის პროვინციაში არის ირანის ყველაზე მაღალი მთა დემავენდი, რომლის სიმაღლეა 5 604 მეტრი.
ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი - სარი. მაზანდარნის მოსახლეობის რაოდენობაა — 3 მლნ კაცი, რომელიც ძალზედ მრავალფეროვანია. მათ უმრავლესობას შეადგენენ მაზანდარნელები და გილანელები, სპარსელები ასევე ქართველები (კერძოდ ფერეიდნელები) და სხვადასხვა პერიოდში ჩასახლებულები. ისტორიის განმავლობაში განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნის პირველ ნახევარში , ხშირად ხდებოდა პროვინციის მმართველები იყვნენ ქართველები , ამათგან აღსანიშნავია გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი . ოსტანი იყოფა 15 შაჰრესტანად.
მოსახლეობა [რედაქტირება]
მაზანდარნის მოსახლეობა 50 წლის მანძილზე თანდათანობით იზრდება. ამჟამად მისი მოსახლეობა 3 მლნ-ს გადასცდა.
| წელი | 1956 | 1966 | 1976 | 1986 | 1996 | 2006 | 2008 |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| მოსახლეობა | 835,000 | 1,250,000 | 1,596,000 | 2,275,000 | 2,602,000 | 2,922,000 | 3,090,000 |
მაზანდარნის ქალაქები მოსახლეობის მიხედვით:
|
Население по переписи 2006 |
||||||||||||||||||||
|
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
პროვინციის საერთო ფართობი შეადგენს 23,842 კმ². მაზანდარნი იყოფა 15 შაჰრისტანად. თითოეულ შაჰრისტანს გააჩნია თავის ადმინისტრაციული ცენტრი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მაზანდარანის ოფიციალური საიტი
- Mazandaran Cultural Heritage Organization
- ტურისტული საიტი
- Official website of Mazandaran Meteorology Organization
|
|||||||
სტატიის