რგოლურა პარკხვევია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რგოლურა პარკხვევია | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Malacosoma neustria | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
რგოლურა პარკხვევია (Malacosoma neustria), პეპელა პარკხვევიების ოჯახისა. დედალი პეპლის ფრთების შლილია 40 მმ, მამალის 32 მმ. წინა ფრთები მურა-მოყვითალო ან მურა-წითელია და განივი მუქი ზოლი გასდევს. მატლი მოცისფრო-ნაცრისფერია, რომლის სიგრძე 55 მმ აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.
საქართველოში უმეტესად აღმოსავლეთ რაიონებშია. მატლი აზიანებს ფოთლოვანი ჯიშების კვირტს, ყვავილს, ფოთოლს. თუ მავნებელი მასობრივად გამრავლდა, მცენარე შიშვლდება. რგოლურა პარკხვევია ზამთარს ატარებს კვერცხის ფაზაში. პეპელა კვერცხს დებს (100-400 ც-მდე) წვრილ ტოტებზე რგოლურად (აქედან სახელწოდება).
ბრძოლის ღონისძიებანი: წვრილი ტოტების შეჭრა და დაწვა; მატლების ბუდეების შეგროვება და მოსპობა; მცენარის დამუშავება ინსექყიციდებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მუხაშავრია ა., ქსე, ტ. 8, გვ. 317, თბ., 1984
სტატიის