მაყვალი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაყვალი
Rubus fruticosus
Rubus fruticosus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Rosales
ოჯახი: ვარდისებრნი
გვარი: მაყვალი
ლათინური სახელი
Rubus


სისტემატიკა
ვიკისახეობებში


სურათები
ვიკისაწყობში


მაყვალი (Rubus), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვთ ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე — ტურიონებზე — მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან. მაყვალის 200-მდე სახეობა გავრცელებულიაევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია. მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს. იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარს. ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 507, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები