გორის რაიონი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის რაიონი
რაიონის რუკა გორის რაიონი საქართველოში
ადმინისტრაციული ცენტრი გორი
გამგებელი
ფართობი 2320 კმ2
მოსახლეობა (2008) 150000 კაცი
სიმჭიდროვე 68 კაცი/კმ²



გორის რაიონი – ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ გორის რაიონს მიეკუთვნა ყოფილი ცხინვალის რაიონის ტერიტორია. რაიონული ცენტრია ქალაქი გორი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ტერიტორია — 2320 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 640 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

[რედაქტირება] მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 150 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 68 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 144 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 143 სოფელი.

[რედაქტირება] მმართველობა

რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

  • ქალაქის საკრებულო — 1: გორი;
  • თემის საკრებულო — 23: ატენის, ახალუბნის, ბერბუკის, ბოშურის, დიცის, ვარიანის, ზეღდულეთის, კარალეთის, მერეთი, მეჯვრისხევის, სკრის, ტინისხიდის, ტირძნისის, ტყვიავის, ქვახვრელის, შავშვების, შინდისის, ძევერის, აგრეთვე — ბერულის, ვანათის, ქსუისის, ქემერტის, ქურთის.
  • სოფლის საკრებულო — 1: ხიდისთავი.

[რედაქტირება] ეკონომიკა

რაიონში რამდენიმე სამრეწველო დაწესებულება ფუნქციონირებდა: გორის ბამბეულის და საკონსერვო კომბინატები, ღვინის ქარხანა, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი, ყველ-კარაქის ქარხანა და სხვა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა, მოჰყავთ ასევე მარცვლეული კულტურები და ყურძენი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი, საავტომობილო გზები.

[რედაქტირება] კულტურა

რაიონში 101 სახელმწიფო და 5 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გორი-ცხინვალის ფილიალი), 85 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 6 მუზეუმი.

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

გორის რაიონში ისტორიისა და კულტურის მრავალი ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატენის სიონის ტაძარი (მე-7 ს.) და კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი უფლისციხე.


შიდა ქართლის მხარე
ცხინვალი | გორის რაიონი | კასპის რაიონი | ქარელის რაიონი | ხაშურის რაიონი | ჯავის რაიონი
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე