ჟოლო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოლო
Rubus idaeus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ვარდისებრნი
გვარი: Rubus
სახეობა: ჟოლო
ლათინური სახელი
Rubus idaeus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ჟოლო (ლათ. Rubus idaeus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული. მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჟოლო&oldid=2598073“-დან