რაკიურის ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რაკიურის ეროვნული პარკი
Rakiura National Park |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | კუნძული სტიუარტი |
| ქვეყანა | |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 1570 კმ² |
| დაარსდა | 2002 |
| მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
რაკიურის ეროვნული პარკი — ბუნების ნაკრძალი ახალ ზელანდიაში, კუნძულ სტიუარტზე (რაკიურა). შეიქმნა ყველაზე ბოლოს, 2002 წლის 9 მარტს. მოიცავს 1 570 კმ²-ს, კუნძულის დაახლოებით 85%-ს; ფართობის მხრივ მესამე უდიდესია ქვეყანაში. ეროვნულ პარკს არ მიეკუთვნება საქალაქო არეალი ჰალფმუნის უბესთან, ისევე როგორც გზები და მაორების კუთვნილი კერძო მიწები.[1]
პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს პოლულარული რაკიურის ბილიკი. გავრცელებულია მრავალი სახის ფრინველი. მთელი ახალი ზელანდიის მასშტაბით, მნახველებს ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ იხილონ ველურად მობინადრე კივი. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ყარყუმისა და ქრცვინის არარსებობით. სანაპირო ზოლებში გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი ყვითელთვალება პინგვინი.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ “Stewart Island national park created“, The New Zealand Herald, 10 March 2002. წაკითხვის თარიღი: 4 November 2011.
- ↑ C. Michael Hogan. 2009. Yellow-eyed Penguin: Megadypes antipodes, GlobalTwitcher.com, ed. N. Stromberg
|
|||||||||||