კივი (ფრინველი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კივისნაირნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Apterygiformes | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
კივისნაირნი (Apterygiformes), უფრთო ფრინველების რიგი. ცნობილია 3 სახეობა, რომელიც გავრცელებიულია ახალი ზელანდიის კუნძულებზე. მათი სხეულის წონა 0,4—4 კგ აღწევს. აქვთ გრძელი ნისკარტი, ნისკარტის ფუძესთან დიდი ნესტოები, ფაფუკი ბუმბული, 4-თითიანი ფეხები (უკანა თითი რუდიმენტურია). ჩონჩხი არაპნევმატურია, ლავიწი არა აქვთ. კივისნაირნი მორუხო-მურა ფერისანი არიან. საჭის ბუმბულები არ გააჩნიათ. აქვთ კარგად განვითარებული სმენა და ყნოსვა. ბინადრობენ ნესტიან, უღრან ტყეებში. ცხოვრობენ წყვილებად (მონოგანურნი არიან). მრავლდებიან წელიწადში 2-ჯერ. დედალი დებს 1 (მეტად იშვიათად 2) კვერცხს. კრუხობს მამალი 75—77 დღის განმავლობაში. იკვებებიან ჭიებით, მწერებით. მათი ჭუპრებითა და მატლებით. სქესმწიფობას აღწევენ 3—5 წლისა. ამოწყდომის გზაზე მდგარი ფორმებია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 5, გვ. 511, თბ., 1980
სტატიის