ტე-ურევერის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტე-ურევერის ეროვნული პარკი

Te Urewera National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Towards East Cape.jpg
მდებარეობა ჰოკს-ბეის რეგიონი
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
კოორდინატები 38°45′ ს. გ. 177°09′ ა. გ. / 38.750° ს. გ. 177.150° ა. გ. / -38.750; 177.150
ფართობი 2 127 კმ²
დაარსდა 1954
მმართველი ორგანო ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი

ტე-ურევერაეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, უდიდესი ჩრდილოეთ კუნძულზე. მოიცავს დაახლოებით 2 127 კმ² ტერიტორიას და მდებარეობს ჩრდილოეთის კუნძულის ჰოკს-ბეის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

1954 წლის 28 ივლისს, უაიკარემოანისა, უაიკარეიტისა და სხვა ტბების აუზები ეროვნულ პარკად გამოცხადდა. 1957 წელს მას დაემატა ქალაქ რუატაჰუნის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებიც, სულ 1 350 კმ². შემდგომი, მცირე ტერიტორიების დამატება მოხდა 1962, 1975 და 1979 წლებშიც.

ტე-ურევერა ნგაი-ტუჰოეს ხალხის ტრადიციული საცხოვრებელია. გეოგრაფიული იზოლირებულობიდან გამომდინარე, ის ერთ-ერთი ბოლო რეგიონი იყო, რომელიც ბრიტანელებმა აითვისეს XIX საუკუნის კოლონიზაციის დროს.

პარკის სახელი მაორის სიტყვიდან მომდინარეობს, ურე ნიშნავს პენისს, ვერა კი დამწვარს. ამ სახელის წარმოშობას საფუძველი დაუდო თქმულებამ, რომ თითქოს ერთხელ ბელადი, რომელიც თანამედროვე პარკის ტერიტორიაზე სანადიროდ იყო წასული, ჩაეძინა და ცეცხლზე საზარდული დაეწვა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პარკში ბინადრობს კუნძულის ტყეებში გავრცელებული ყველა სახის ფრინველი, გარდა უეკასი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Te Urewera National Park. Department of Conservation. წაკითხვის თარიღი: 26 March 2012.