ჟან-ლიუკ გოდარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჟან-ლუკ გოდარი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-ლიუკ გოდარი

ჟან-ლიუკ გოდარი (ფრანგ. Jean-Luc Godard [ʒɑ̃lyk gɔˈdaʀ]; დ. 3 დეკემბერი, 1930, პარიზი) — ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი; ითვლება „ფრანგული ახალი ტალღის“ (ან Nouvelle Vague) ერთ-ერთ დამფუძნებლად.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

დაიბადა პარიზში, ფრანგი-შვეიცარიელი მშობლების ოჯახში. სწავლობდა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, რომერის ლიცეუმში, შემდეგ კი სორბონში, პარიზში. სორბონში გოდარი დაუახლოვდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა და თეორეტიკოსთა ჯგუფს, რომლებთან ერთადადც ჩაუაყარა საფუძველი „ახალ ტალღას“.

გოდარის ფილმები ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში დამკვიდრებული კლიშეების გამოწვევა იყო და მას ხშირად ახალი ტალღის კინორეჟისორთაგან ყველაზე რადიკალურად მიიჩნევდნენ. მისი ფილმები გამოხატავენ მის პოლიტიკურ იდეოლოგიას ისევე როგორც მის ცოდნას კინო ისტორიისა. ასევე, მისი ფილმები ხშირად ეგზისტენციალიზმისა და მარქსისტული ფილოსოფიის ციტირებას ახდენს. მისმა რადიკალურმა შეხებამ კინოს ჩვეულ ფორმასთან, პოლიტიკამ და ფილოსოფიამ, ის აქცია „ფრანგული ახალი ტალღის“ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორად. ის ინსპირაცია იყო ისეთი სხვადასხვაგვარი რეჟისორებისა როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე, ბერნარდო ბერტოლუჩი, არტურ პენი, რიჩარდ ლინკლეიტერი, გრეგ არაკი, ჯონ ვუ, მაიკ ფიგისი, რობერტ ალტმენი, სტივენ სოდერბერგი, რიჩარდ ლესტერი, ჯიმ ჯარმუში, რეინერ ვერნერ ფასბინდერი, ბრაიან დე პალმა, ოლივერ სტოუნი და კენ ლოუჩი. 2002 წელს პუბლიკაცია „Sight and Sound“-ის ამომრჩეველთა ხმის მიცემით, ყველა დროის 10 საუკეთესო რეჟისორს შორის გოდარი რიგით მესამე ადგილით შეაფასეს.

ფილმები [რედაქტირება]

ორსონ უელსის „ეშმაკის კავშირის“ ნახვის გავლენით, გოდარმა გადაიღო მისი პირველი, მთავარი სრულმეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ (À bout de souffle, 1960), ჟან პოლ ბელმონდოსა და ჯინ სებერგის მონაწილეობით. ფილმმა ნათლად გამოხატა „ფრანგული ახალი ტალღის“ სტილი და გააერთიანა ციტატა პოპ-კულტურის რამდენიმე ელემენტიდან, განსაკუთრებულად ამერიკული კინო.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]