ჟან-ლიუკ გოდარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-ლიუკ გოდარი
Jean-Luc Godard at Berkeley, 1968 (1).jpg
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
დაბ. თარიღი 3 დეკემბერი, 1930 (1930-12-03) (83 წლის)
საქმიანობა კინოკრიტიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი, მემონტაჟე, პროდიუსერი
წლები 1950–დღემდე
ოსკარი
საპატიო ოსკარი (2010)

ჟან-ლიუკ გოდარი (ფრანგ. Jean-Luc Godard [ʒɑ̃lyk gɔˈdaʀ]; დ. 3 დეკემბერი, 1930, პარიზი) — ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი; მიიჩნევა „ფრანგული ახალი ტალღის“ (Nouvelle Vague) ერთ-ერთ დამფუძნებლად.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა პარიზში, ფრანგი-შვეიცარიელი მშობლების ოჯახში. სწავლობდა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, რომერის ლიცეუმში, შემდეგ კი სორბონში, პარიზში. სორბონში გოდარი დაუახლოვდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა და თეორეტიკოსთა ჯგუფს, რომლებთან ერთადადც ჩაუაყარა საფუძველი „ახალ ტალღას“.

ორსონ უელსის „ეშმაკის მიერ ხელდასმულის“ გავლენით, გოდარმა გადაიღო მისი პირველი, მთავარი სრულმეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ (À bout de souffle, 1960), ჟან-პოლ ბელმონდოსა და ჯინ სებერგის მონაწილეობით. ფილმმა ნათლად გამოხატა „ფრანგული ახალი ტალღის“ სტილი და გააერთიანა ციტატა პოპ-კულტურის რამდენიმე ელემენტიდან, განსაკუთრებულად ამერიკული კინო.

გოდარის ფილმები ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში დამკვიდრებული კლიშეების გამოწვევა იყო და მას ხშირად ახალი ტალღის კინორეჟისორთაგან ყველაზე რადიკალურად მიიჩნევდნენ. მისი ფილმები გამოხატავენ მის პოლიტიკურ იდეოლოგიას ისევე როგორც მის ცოდნას კინოს ისტორიისა. ასევე, მისი ფილმები ხშირად ეგზისტენციალიზმისა და მარქსისტული ფილოსოფიის ციტირებას ახდენს. მისმა რადიკალურმა შეხებამ კინოს ჩვეულ ფორმასთან, პოლიტიკამ და ფილოსოფიამ, ის აქცია „ფრანგული ახალი ტალღის“ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორად. ის ინსპირაცია იყო ისეთი სხვადასხვაგვარი რეჟისორებისა როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე, ბერნარდო ბერტოლუჩი, არტურ პენი, რიჩარდ ლინკლეიტერი, გრეგ არაკი, ჯონ ვუ, მაიკ ფიგისი, რობერტ ოლტმენი, სტივენ სოდერბერგი, რიჩარდ ლესტერი, ჯიმ ჯარმუში, რაინერ ვერნერ ფასბინდერი, ბრაიან დე პალმა, ოლივერ სტოუნი და კენ ლოუჩი. 2002 წელს პუბლიკაცია „Sight and Sound“-ის ამომრჩეველთა ხმის მიცემით, ყველა დროის 10 საუკეთესო რეჟისორს შორის გოდარი რიგით მესამე ადგილით შეაფასეს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: