ფრანგული ახალი ტალღა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანგული ახალი ტალღა (ფრანგ. La Nouvelle Vague) — ტერმინი, რომელიც კრიტიკოსებმა 1950-იანი და 1960-იანი წლების ფრანგი კინორეჟისორების ჯგუფს შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა, რომელზეც გავლენა ნაწილობრივ იტალიურმა ნეორეალიზმმა და კლასიკურმა ჰოლივუდის კინემატოგრაფმა მოახდინა, ფორმალურად ორგანიზებული არასდროს ყოფილა, ახალი ტალღის რეჟისორები ერთმანეთს დაუკავშირდნენ კლასიკური კინემატოგრაფიის ფორმების გააზრებული უარყოფით. მიმდინარეობის წამყვან პიონერთა შორის იყვნენ ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი, ერიკ რომერი, კლოდ შაბროლი და ჟაკ რივეტი, რომლებმაც კარიერა კრიტიკოსების სახით დაიწყეს განთქმულ კინო ჟურნალში "Cahiers du Cinéma".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]