იდრის დები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იდრის დები
იდრის დები
ჩადის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 2 დეკემბერი, 1990
წინამორბედი ჰისენ ჰაბრე

დაბადებული 26 იანვარი, 1952
ფადა, ჩადი

იდრის დები იტნო (ფრანგ. Idriss Déby Itno; დ. 26 იანვარი, 1952, ფადა, ჩადი) — ჩადის სახელმწიფო, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1990 წლიდან.

იდრის დები დაიბადა 1952 წელს, მოეკუთვნება ზაგავის ეთნიკურ ჯგუფს.

სამხედრო გადატრიალება[რედაქტირება]

1989 წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რომელსაც მეთაურობდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბრაჰიმ იტნო და მისი სამხედრო მრჩევლები: ჰასან ჯამუსი და იდრის დები. იტნო დააპატიმრეს, ჯამუსი მოკლეს, ხოლო იდრის დები ქვეყნიდან გაიქცა და მომდევნო წელს იერიში წამოიწყო ჰაბრეს ხელისუფლების წინააღმდეგ.

1990 წლის ბოლოს იდრის დების ხელმძღვანელობით მოქმედმა ჩადის ეროვნული ხსნის მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ ჩადში მდებარე ქალაქი აბეშე დაიკავეს. 1 დეკემბერს ჰისენ ჰაბრე ჯერ კამერუნში გაიქცა, შემდეგ კი სენეგალში გადავიდა. ქვეყნის პრეზიდენტი გახდა იდრის დები, რომელიც მომდევნო წლებში 4-ჯერ იქნა არჩეული აღნიშნულ თანამდებობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]